მტკვრის ნაპირთან წითელ ნუსხაში შეტანილი ნაწამები და მოკლული წავი იპოვეს
მტკვრის ნაპირთან წითელ ნუსხაში შეტანილი ნაწამები და მოკლული წავი იპოვეს
რამდენიმე დღის წინ, წითელ ნუსხაში შეტანილი წავის ნაწამები გვამი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს "სხვა მეზობლები" და ამასთან ერთად გიორგი შეყლაშვილის მიერ გადაღებულ ფოტოებს ურთავს.

"ეს, ის მეზობელია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაგაცანით და რომელიც ჩვენმა მკვლევარებმა, გუშინ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მოკლული იპოვეს.

წავს ფეხზე მარყუჟი აქვს მობმული. თავში, კი, როგორც ჩანს, ბლაგვი საგანი ჩაარტყეს.

რა თქმა უნდა, შესაბამის უწყებებს, უკვე, მივაწოდეთ ინფორმაცია და ველოდებით ქმედით ნაბიჯებს.

შეგახსენებთ, რომ წავი (Otter - Lutra lutra)
წითელი ნუსხით დაცული სახეობაა."

Zooclub

ფოტოს ავტორი: Giorgi Sheklashvili/Eco Films.

წყარო: სხვა მეზობლები/The Other Neighbors
ტოტო
საშინელებაა ცხოველის წვალება და მით უმეტეს მოკვლა.
555555
დაგიმიწდეს ხელები....
ნონა
ოხ, ესეთ საშინელ ამბავს ცხოველებზე, რომ ვიგებ ვგიჟდები. რა საზიზღარი, სადისტი, არამზადა, ნაგავი უნდა იყო, რომ ცხოველი წამებით მოკლა. რა ვქნა ერთი და იგივეს ვიმეორებ., რომ ვინც ცხოველებს წამებით კლავს ყველა, იგივე წამებით უნდა ჩაძაღლდეს. კანონი აუცილებლად უნდა გამკაცრდეს ასეთ არამზადებზე, თორემ ძალიან თავს გაუვიდათ. ღმერთსა ვთხოვ სამაგიერო გადაუხადოს ამ ნაძირალას.
იო
მხეცები რადაუშავა ამ სახოდავმა ცხოველმა
Tbilisi
ასეთი სისასტიკის შემდეგ ხალხი ყოველთვის აღშფოტებულია და უცნობ დამნაშავეზე ათას ცუდ რამეს წერენ... კი, ათასიც უნდა დავწეროთ და ათიათასიც! მარა ვაი რომ მას ეს არ ანაღვლებს და ასეთი უგულო სადისტები აგრძელებენ პატარა უდანაშაულო არსებების წამებას.... ძალიან უნდა გამკაცრდეს სასჯელი, ეს აუცილებელია. ტვინნაღრძობმა სადისტმა უნდა იცოდეს, რომ დაჭერის შემთხვევაში ის მხოლოდ ჯარიმით ვერ დაიძვრენს თავს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?