მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეებმა მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეებმა მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
4 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საბუნებისმეტყველო და სოციალურ- მეცნიერებათა მიმართულების კლუბის "ბუნების კარის" მოსწავლეებმა, მიმართულების ხელმძღვანელის ია გოდერძიშვილის და პედაგოგ ნინო კიკაბიძის ინიციატივით, მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ბაღში, ღონისძიებით აღნიშნეს. 

ბავშვებმა პარკში ბინადარი მიუსაფარი ძაღლები უზრუნველყვეს საკვებით და სასახლის მიკედლებულ ძაღლს, რომელზეც რამდენიმე წელია სასახლის მოსწავლეები ზრუნავენ, დაუსუფთავეს სახლი.

Zooclub

გარდა ამისა, მიმართულების ხელმძღვანელი და კლუბის მენტორი ბავშვებს მიუსაფარი ცხოველების და მათდამი სასტიკად მოპყრობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ესაუბრნენ.

Zooclub

"მნიშვნელოვანია, გაუფრთხილდეთ ბუნებას და ამავე დროს, ლოიალურები ვიყოთ ცხოველების მიმართ.
ჩვენი კაბინეტი, მოსწავლეებთან ერთად,  ყოველ წელს აღნიშნავს მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეს და უპატრონო ცხოველების დასახმარებლად
სხვადასხვა აქტივობებს ვგეგმავთ", - ამბობს სასახლის საბუნებისმეტყველო და სოციალურ-მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელი ია გოდერძიშვილი.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?