ამერიკელმა მეცნიერებმა კატებზე ექსპერიმენტის ჩატარებაზე უარი თქვეს
ამერიკელმა მეცნიერებმა კატებზე ექსპერიმენტის ჩატარებაზე უარი თქვეს
აშშ-მ 30-წლიანი კვლევითი პროგრამის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ კვლევის ფარგლებში კატებს აინფიცირებდნენ ტოქსოპლაზმოზით, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ ცხოველებს ევთანაზიას (ჰუმანური მოკვდინება) უტარებდნენ. ამის შესახებ წერს გამოცემა "NPR"-ი.

ექსპერიმენტის წინააღმდეგ გამოვიდნენ არა მხოლოდ ცხოველთა დამცველები, არამედ ორივე პარტიის კონგრესმენებიც. 1982 წლიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, კატებს აინფიცირებდნენ და მათი ორგანიზმიდან იღებდნენ პარაზიტების კვერცხუჯრედებს.

ორგანიზაცია White Coat Waste Project-ის ინფორმაციით, ცდების დაწყებიდან დღემდე მკვლევარებმა 3 000-ზე მეტი კატა დააძინეს. ამჟამად ლაბორატორიაში იმყოფება 14 ჯანმრთელი კატა. სავარაუდოდ, ცხოველებს სამინისტროს თანამშრომლებზე გააჩუქებენ.

წყარო: npr.org




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?