საჩხერეში მაშველებმა დედა ძაღლი ლეკვთან ერთად გადაარჩინეს და სახანძრო სამსახურის ეზოში სახლი დაუდგეს (ემოციური ვიდეო)
საჩხერეში მაშველებმა მიუსაფარი ძაღლი და მისი ლეკვი გადაარჩინეს, რის შემდეგაც ცხოველები თავიანთი სამსახურის ეზოში გადაიყვანეს. ამ ეზოში მათ მიუსაფარ ცხოველებს ხის სახლი გაუკეთეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-ის გვერდი ავრცელებს ემოციურ ვიდეო რგოლს შედეგი ტექსტით:

"საჩხერეში გადარჩენილმა ძაღლის ლეკვმა, დედასთან ერთად ბინა საჩხერის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში დაიდო.

მეხანძრე-მაშველებმა მათ ხის სახლი აუშენეს და აუცილებელი საცხოვრებელი პირობები შეუქმნეს. 
ოთხფეხა მეგობარი გუშინ ჭაში ჩავარდა და ამოსვლას ვერ ახერხებდა. სამსახურის თანამშრომლებმა ლეკვი უვნებლად ამოიყვანეს.

მიუსაფარი ძაღლი დედასთან ერთად ქუჩაში ცხოვრობდა.

ამიერიდან, მათზე მეხანძრე-მაშველები იზრუნებენ".

წყარო: საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახური



სიყვარულით მესხების ოჯახი
გენაცვალეთ მაშველებო! დიდი მადლობა ასეთი საქციელისათვის. მთელი ჩვენი ოჯახის სახელით დაილოცოს, თქვენი მარჯვენა ასეთი ჰუმანური ქმედებისათვის. როგორც ადამიანებს უნდათ დახმარება ასევე სჭირდებათ ჩვენს "უმცროს ძმებს" ყველანაირი მხარში ამოდგომა და მზრუნველობა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?