კარლ ლაგერფელდის კატამ, დიზაინერის საპატივცემულოდ, სამგლოვიარო კოლექცია შექმნა
კარლ ლაგერფელდის კატამ, დიზაინერის საპატივცემულოდ,  სამგლოვიარო კოლექცია შექმნა
კატა, სახელად შუპეტი, რომელიც დიზაინერს 2011 წელს აჩუქეს, პატრონის პოტენციურ მემკვიდრედ სახელდება. თუმცა, ამ დრომდე დაზუსტებით არ არის ცნობილი, თუ ვინ მიიღებს ლაგერფელდის ქონებას.

დიზაინერის კატამ საზოგადოებას აცნობა სამგლოვიარო კოლექციის RIP Daddy-ის შექმნის შესახებ, რომელიც ლაგერფელდის ხსოვნას მიეძღვნება. გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი კალიფორნიის შტატში მდებარე ცხოველთა დახმარების ცენტრში (Woodward Animal Center) გადაირიცხება.

კოლექცია წარმოდგენილი იქნება შუპეტის ინტერნეტ მაღაზიაში, რომელიც მოიცავს მამაკაცისა და ქალის მაისურებს, ტელეფონის აქსესუარებს, ჭიქებს, ბლოკნოტებს და ა.შ.

ლაგერფელდის საყვარელმა კატამ გულშემატკივრებს "ინსტაგრამზე"  მადლობა გადაუხადა სიყვარულისა და გვერდში დგომისთვის.

შეგახსენებთ, რომ დიზაინერი კარლ ლაგერფელდი 86 წლის ასაკში, პარიზში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ სოციალური ქსელის
მომხმარებლები შუპეტს ინსტაგრამზე უსამძიმრებდნენ. კატამ კი, თავის მხრივ, გულშემატკივრებს "უპასუხა", რომ გლოვისთვის განმარტოება სჭირდებოდა. შუპეტი ლაგერფელდის პოტენციურ მემკვიდრედ არის დასახელებული.
nina
რას ბოდიალობთ, გაფიცებთ კატას. რა ინსტაგრამზე უპასუხა, ან რა კოლექცია გამოუშვა, ან რას ნიშნავს ეპატიჟება?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?