საქართველოში გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივის მართვე ბრაკონიერმა მოკლა
საქართველოში გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივის მართვე ბრაკონიერმა მოკლა
წითელ წიგნში შესული ბექობის არწივის მართვე სოფელ ქვემო ბოდბის მიმდებარედ ბრაკონიერმა მოკლა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ფოტოებთან ერთად ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია  SABUKO - Society for Nature Conservation-ი:

"სამწუხაროდ გვიწევს გაცნობოთ რომ გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივის მართვე (სახელად SABU 03), რომელსაც საბუკომ 2017 წელს GPS გადამცემი დაუმაგრა 2019 წლის 11 მარტს, სოფელ ქვემო ბოდბის მიმდებარედ, ბრაკონიერის მიერ იქნა მოკლული. მის გვამს სწორედ ჩვენი გადამცემის საშუალებით მივაკვლიეთ.

Zooclub

უკანასკნელ სამ წელიწადში, 13 დანიშნული არწივიდან 11 სხვადასხვა მიზეზების გამო დაიღუპა. სტატისტიკა მეტად დრამატულია და
ჩვენი მხრიდან დაუყოვნებელ ქმედებებს მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ."

Zooclub

წყარო: SABUKO - Society for Nature Conservation
არა მკითხე მოამბე
...ვააა ეტყობა აღარ დაუტოვა არაფერი მოძრავი და დასცხო იმანაც...
ნონა
ომი უნდა გამოვუცხადოთ ბრაკონიერებს და მის ტყუპისცალ მონადირეებს. რომლებიც ანადგურებენ ფაუნას და ფლორას.
kaxeli
ეგ ფაქტი სამწუხაროა,მაგრამ მიწაზე რაც დადიოდა ყველაფერი რომ ტურებმა შეჭამეს,მაგ საკითხითაც თუ დაინტერესდება ეგ ორგანიზაცია უფრო უკეთესი.
ალეკსანდრე
რას ერჩოდა ის დამპალი ჭამით არ შეჭამდა, ფიტულის გაკეთება უნდოდა, დიდი ჯარიმა მაგას
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?