გაუწყლოვანება და გამოფიტვა: პრიმორიეს მხარეს ყველაზე ასაკოვანი ამურის ვეფხვი "ტიხონი" მოკვდა
პრიმორიეს მხარეს ყველაზე ასაკოვანი ამურის ვეფხვი, სახელად ტიხონი მოკვდა. წლის დასაწყისში, მტაცებელმა ვეტერინარული გამოკვლევა გაიარა მას შემდეგ, რაც სასაზღვრო ძაღლებზე თავდასხმის გამო დაიჭირეს. ამასთანავე, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ცხოველი დაახლოებით 15 წლის იქნებოდა. ამის შესახებ წერს "ამურის ვეფხვების ცენტრი".

ვეტერინარული გამოკვლევის შემდეგ, ის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე დააბრუნეს, სადაც ცხოველი ახალ გარემოს სწრაფად შეეჩვია და კვებაც დაიწყო, თუმცა, თებერვლის დასაწყისში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა: ტიხონი აღარ ნადირობდა, აღენიშნებოდა მტაცებლისთვის არადამახასიათებელი მოძრაობები და დაკარგა აქტიურობა.

5 თებერვალს დაინიშნა ტიხონის სასწრაფო ვეტერინარული გამოკვლევა, თუმცა, ვეფხვი წინა
ღამეს მოკვდა.

"სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა პათოლოგანატომიურმა გაკვეთამ, მტაცებლის სიკვდილის მიზეზი დაადგინა - გადატანილი ინფექციების გამო,
ძლიერი გამოფიტვა და გაუწყლოვანება, რომელიც გამოწვეული იყო ასაკთან დაკავშირებული ცვლილებითა და იმუნიტეტის დაქვეითებით", -  წერია "ამურის ვეფხვების ცენტრის" განცხადებაში.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?