აფრიკულ სპილოებს ეშვები აღარ ეზრდებათ: დედაბუნება ბრაკონიერების წინააღმდეგ თავისი "იარაღით" იბრძვის
აფრიკულ სპილოებს ეშვები აღარ ეზრდებათ: დედაბუნება ბრაკონიერების წინააღმდეგ თავისი "იარაღით" იბრძვის
გარეული ცხოველების უმეტესობა შენიღბვის ნამდვილი ოსტატები არიან. პოლარული დათვები და ყარსალი ამის კარგი მაგალითია. ორივე მათგანს უნარი აქვს, ბუნებაში უჩინარი გახდეს, რათა თავს დაესხას ნადავლს ან პირიქით - საფრთხის მოახლოებისთანავე გაუჩინარდეს.

თუმცა, გარეული ცხოველების ნაწილს ამის უნარი არ შესწევს, განსაკუთრებით მათ, ვისზეც არა მტაცებლები, არამედ ადამიანები ნადირობენ - მაგალითად, სპილოები, რომლებსაც ბრაკონიერები ეშვებისთვის ესხმიან თავს.

ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანები თვლიან, რომ სპილოს ძვალს აქვს ჯადოსნური სამკურნალო თვისებები.

ბრაკონიერები უზარმაზარ ცხოველებს ხშირად ესვრიან ვერტმფრენიდან, რის გამოც სპილოს არ აქვს საშუალება, თავი დაიცვას ან გაიქცეს.

მიუხედავად 2017 წლის ბოლოს მიღებული კანონისა, რომელიც სპილოს მოკვლას კრძალავს, ჩინეთი ითვლება ერთ-ერთ ქვეყანად, სადაც
მისი ძვალი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. მისი ფასი ზოგჯერ ოქროს ღირებულებასაც აჭარბებს. სპილოს ეშვი პოპულარულია არა მხოლოდ მრავალი დაავადების სამკურნალოდ, არამედ მამაკაცური პოტენციალის ასამაღლებლად და განაყოფიერების ხელშესაწყობად.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ამის მეცნიერული საფუძველი, სპილოს დაფხვნილი ძვალი კვლავ კოლოსალურ თანხად იყიდება აფრიკისა და აზიის უამრავ ქვეყანაში.

Zooclub

ამის ფონზე, თითქოს დედაბუნება ბრაკონიერებს ებრძვის თავისი იარაღით - ევოლუციით. როგორც "National Geographic"-ის სტატიაშია აღნიშნული, ბუნებრივი შერჩევა, როგორც ჩანს, დადებითად აისახა ამ უზარმაზარ ცხოველზე. კერძოდ, საუბარია სპილოს დაბადება და განვითარება ეშვის გარეშე.

სპილოები მუტაციას განიცდიან ბრაკონიერობის წინააღმდეგ.

გამოცემა "National Geographic"-ის წყაროზე დაყრდნობით, მოზამბიკელი მეცნიერები ცდილობენ მათი გენეტიკის გაგებას - ეს მოიცავს ეშვის გარეშე განვითარებას. ასევე, ამ თავისებურებათა დამაკავშირებლებს.

Zooclub

ადრე, მოზამბიკის ბინადარ 2-დან 4%-მდე მდედრობით სპილოს არ ჰქონდა ეშვი, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, ეს ციფრები სამჯერ გაიზარდა.

სპილოს ქცევის ექსპერტი და National Geographic Explorer-ი, ჯოის პული, განმარტავს, რომ ბრაკონიერობა აისახება სპილოებზე არა მხოლოდ პოპულაციის მხრივ, არამედ ევოლუციის თვალსაზრისითაც.

პულის თქმით, სპილოებს, რომლებსაც ეშვები არ ეზრდებათ,  ნადირობამ მისცა ბიოლოგიური უპირატესობა, რადგან ბრაკონიერები ფოკუსირდებიან იმ ცხოველებზე, რომლებსაც ეშვები აქვთ და სხვებს არ ეხებიან.

Zooclub

2000 წლის დასაწყისში მდედრი სპილოების 98%-ს (დაახლოებით 174 ინდივიდი)  არ ჰქონდა ეშვები.

სპეციალისტების თქმით, ეს მოვლენა ნათელი მტკიცებულებაა ბრაკონიერთა ზემოქმედებისა, თუ როგორ მოქმედებს ეს ცხოველთა პოპულაციაზე, რომელსაც მიჰყავს ევოლუციურ, საოცარ ადაპტაციამდე.

წყარო: nationalgeographic
გაგიკ ბოლო
რას ბოდიალობთ?!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?