გმირი დედა: გერმანულმა დოგმა 19 ლეკვი გააჩინა
გმირი დედა: გერმანულმა დოგმა 19 ლეკვი გააჩინა
გასულ კვირას, არიზონას შტატში (აშშ), Kingman Animal Hospital-ის ვეტერინარულმა კლინიკამ გერმანული დოგი ამშობიარა. ვეტერინარებმა ძაღლს საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. მათ 11 სპეციალისტის დახმარება დასჭირდა. 40 წუთის შემდეგ ცხოველი 19 ლეკვის დედა გახდა.

დიდი ზომის ძაღლისთვის საკეისრო კვეთა იშვიათობას წარმოადგენს.

დედა თავის ნაშიერებთან ერთად თავს კარგად გრძნობს. ძალიან მალე, ლეკვები უზარმაზარ შინაურ ცხოველებად გადაიქცევიან.

Zooclub

ეს ჯიში ცნობილია თავისი გიგანტური ზომებით. ამ სახეობებს შორის, ყველაზე დიდი გერმანული დოგი იყო ზევსი, რომელიც ნიდაოდან 111,8 სმ-ს აღწევდა.

"მადლობა კეთილი სიტყვებისთვის და მოლოცვისთვის. ასევე, დასაფასებელია შრომისმოყვარე პერსონალის
საქციელი, რომელიც გამონაკლისი შემთხვევისას, დასახმარებლად მოვიდა", - ასე გადაუხადეს პატრონებმა მადლობა ვეტერინარებს.

Zooclub

ძაღლის პატრონები ეძებენ ინფორმაციას,
არის თუ არა მათი ბინადარი, ლეკვების გაჩენის რაოდენობით, რეკორდსმენი.

Zooclub

ვეტერინარული კლინიკის თანამშრომელი კესი მაქუინი აღნიშნავს, რომ 13 ლეკვის გაჩენა უკვე დიდი რაოდენობაა. გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის კემბრიჯის საგრაფოში (ინგლისი)  მცხოვრებ ნეაპოლიტანურ მასტიფს, სახელად ტაის: 2004 წელს, საკეისრო კვეთის შედეგად, მან 24 ლეკვი გააჩინა.

წყარო: dailymail

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?