კარლ ლაგერფილდის მემკვიდრე შესაძლოა მისი კატა გახდეს
კარლ ლაგერფილდის მემკვიდრე შესაძლოა მისი კატა გახდეს
როგორც ცნობილია, ბირმული ჯიშის კატა, სახელად შუპეტი, მოდის სახლის "შანელის" კრეატიულმა დირექტორმა ​2011 წელს აიყვანა და მას შემდეგ ცხოველმა, ფოტოსესიებში მონაწილეობით, თანხაც გამოიმუშავა.

ცნობილი დიზაინერის კარლ ლაგერფილდის საყვარელმა კატამ შესაძლოა, პატრონის ქონება მიიღოს, - ამის შესახებ წერს გამოცემა "Le Figaro".

"შუპეტს საკუთარი ქონება აქვს და მე თუ რაიმე დამემართება, ადამიანი, რომელიც მას მოუვლის, ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნება", - ამბობდა დიზაინერი ერთ-ერთ ინტერვიუში.

Zooclub

უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთში ცხოველი პრაქტიკულად ვერ მიიღებს მემკვიდრეობას, რადგან ის არ ითვლება ფიზიკურ ან იურიდიულ პირად. მსგავსი რამ შესაძლებელია მხოლოდ გერმანიაში,
რომლის მოქალაქეც კარლ ლაგერფილდი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მემკვიდრეობის გადაცემის შემთხვევაში გათვალისწინებულია, თუ რომელ ქვეყანაში
ცხოვრობს ადამიანი (ლაგერფილდის შემთხვევაში, საუბარია საფრანგეთზე), არის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ დიზაინერმა შესაძლოა, თავისი ქონება უანდერძა რომელიმე ფონდს ან ფიზიკურ პირს - მას, ვინც მის კატას მოუვლიდა.

Zooclub

შეგახსენებთ, რომ კარლ ლაგერფილდი 86 წლის ასაკში, პარიზში გარდაიცვალა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მის ადგილს ვირჯინია ვიარი დაიკავებს. ინსტაგრამისა და ტვიტერის მომხმარებლები დიზაინერის გვერდზე მწუხარებას გამოთქვამენ და მის ფუმფულა მეგობარს უსამძიმრებენ.
ტოტო
მთელი ცხოვრება ადამიანებისათვის ქმნიდა საოცარ შესამოსებს და როგორც ეტყობა გულის შიღრმეში თან სძულდა,რადგანაც ქველმოქმედებაზე მაინც დაეტოვებინა,რა კატა.ცოდოა.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
კატა მამალია, დედალი თუ საშუალო? სასწრაფოდ უნდა ვიყიდო კატა და დავაქორწინო მაგ კატაზე.სქესი გამაგებინეთ !
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?