უიშვიათესი შავი ჯიქი 100 წლის შემდეგ კენიაში პირველად გადაიღეს (უნიკალური ვიდეო)
შავი ჯიქი (ლეოპარდი), რომელიც პანტერას ერთ-ერთ უიშვიათეს სახეობას წარმოადგენს, 35 წლის ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ვილ ბურარდ-ლუკასმა კენიაში გადაიღო.

ამ დრომდე არსებობდა აფრიკაში გადაღებული შავი ლეოპარდის ფოტო, რომელიც 1909 წლით თარიღდება. მე-20 საუკუნის დასაწყისში მტაცებელი ეთიოპიაში შეამჩნიეს და დღეს ორიგინალი ვაშინგტონის ბუნების ნაციონალური მუზეუმის კოლექციაში ინახება.

უნიკალური ფოტოების გადასაღებად ხელოვანმა ფოტოაპარატის სპეციალური აღჭურვილობა გამოიყენა, მათ შორის უკაბელო მოძრაობის სენსორები, მაღალი ხარისხის სარკისებური კამერა და თითოეული კამერაზე ორი-სამი ციმციმა.

ბრიტანელი სიხარულით აღნიშნავს, რომ ვერ იჯერებდა ასეთი იშვიათი ჯიქის სახეობის თავის ობიექტივში მოხვედრას.

Zooclub

"როდესაც კამერაში
გამოსახულებებს ვათვალიერებდი, შევჩერდი და გაოცებული დავაკვირდი ფოტოს. ორი თვალი ნისლში შავად შეღებილი... შავი ჯიქი! ვერ
ვიჯერებდი. რამდენიმე დღე დამჭირდა, სანამ გავაცნობიერებდი, რომ ჩემი ცხოვრების ოცნება ახდა", - ამბობს ფოტო ხელოვანი.

Zooclub

ჯიქის შავი ინდივიდი მელანიზმის დამსახურებით გაჩნდა, ეს გენეტიკური მუტაციაა, რომელიც ცხოველის შეფერილობას ცვლის. სპეციალისტების კვლევის შედეგად, შავი ჯიქის ყველაზე გავრცელებული პოპულაცია მალაიზიაში ცხოვრობს, სადაც ცხოველების დაახლოებით 50% შავი შეფერილობისაა.

წყარო: cnn.com
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?