ძაღლი დღემდე ელოდება პატრონს - ფეხბურთელს, რომელიც ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა
ძაღლი დღემდე ელოდება პატრონს - ფეხბურთელს, რომელიც ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა
ძაღლის ერთგულებაზე არა ერთი ისტორია დაწერილა. მაგალითად, ყველასათვის ცნობილი ჰაჩიკო ან თეთრი ბიმი, მაგრამ ყოველი ამბავი თავისებურად უნიკალურია.

არგენტინელი ფეხბურთელი ემიალიანო სალა, სამი წლის განმავლობაში, ფრანგული საფეხბურთო კლუბის - "ნანტის" ინტერესებს იცავდა. ამ წლის დასაწყისში, მან კონტრაქტი დადო უელსის საფეხბურთო კლუბ "კარდიფ სიტისთან".

21 იანვარს სპორტსმენი კერძო თვითმფრინავით საფრანგეთის ქალაქ ნანტიდან უელსის დედაქალაქ კარდიფში მიფრინავდა, რათა თავისი პირველი ვარჯიში ახალ კლუბში -"კარდიფ სიტიში" ჩაეტარებინა, მაგრამ თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. სამძებრო ოპერაცია სამი კვირა გაგრძელდა, 7 თებერვალს სალას სხეული აღმოაჩინეს.

ტრაგიკულ შემთხვევამდე ოთხი წლით
ადრე, ემილიანომ იყიდა შავი რეტრივერი, რომელსაც ნალა დაარქვა. იმ წუთიდან ისინი განუყრელი მეგობრები გახდნენ. ფეხბურთელი
თავისუფალ დროს  ძაღლთან ერთად ატარებდა. პატრონსა და ძაღლს ძალიან მოსწონდათ დილაობით ზღვის სანაპიროზე სეირნობა და თამაში.

Zooclub

ინსტაგრამზე- ემილიანოს ოფიციალურ გვერდზე, გარდა სპორტსმენის პროფესიული საქმიანობისა, ნალასთან ერთად გადაღებული არა ერთი ფოტო დევს. ფეხბურთელს ძაღლის უელსში წაყვანა სურდა. სანამ ახალ საცხოვრებელ ადგილზე მოეწყობოდა, მან შინაური ცხოველი ნათესავებთან დატოვა.

Zooclub

ემილიანოს დაღუპვიდან 5 დღით ადრე, მისმა დამ facebook-ზე გამოაქვეყნა სევდიანი ფოტო: ნალა სახლის შესასვლელ კართან ზის და თავის მეგობარს ელოდება.

Zooclub

"ძაღლებს ნამდვილად შეუძლიათ ასწავლონ ადამიანებს ბევრი რამ. პირველ რიგში, ერთგულება", - წერს ფეხბურთელის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი კომენტარებში.

ნალამ არ იცის, რომ მისი მეგობარი აღარასოდეს დაბრუნდება. ძაღლისთვის პატრონი მთელი სამყაროა. ის ვერ შეძლებს, შეეგუოს მეგობრის სამუდამო დაკარგვას.

Zooclub

ნალას ყოველთვის ექნება იმედი, რომ ემილიანო კარს გააღებს, მას ზღვის სანაპიროზე სასეირნოდ წაიყვანს და ისინი კვლავ გაიხარებენ სიცოცხლით. 


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?