მოსკოვში ანიმატორს პუმა მოპარეს და გამოსასყიდი მოითხოვეს
მოსკოვში ანიმატორს პუმა მოპარეს და გამოსასყიდი მოითხოვეს
"ანიმატორი ვიქტორ გრიგორევი, რომელიც რუსეთის ქალაქებში მოგზაურობს, რათა დღესასწაულებზე ადამიანები გაართოს და ფოტოსესიები მოაწყოს, მძარცველების მსხვერპლი გახდა. დამნაშავეებმა ანიმატორს პუმა წაართვეს და დიდი კატის სანაცვლოდ 100 ათასი მანეთის ოდენობით გამოსასყიდი მოითხოვეს", - წერს გამოცემა "ტელეგრამი".


20 იანვარს მამაკაცი მორიგ დღესასწაულზე მიიწვიეს, სადაც ის სცემეს და ცხოველი წაართვეს, რის შემდეგაც მტაცებლის სანაცვლოდ გამოსასყიდი მოითხოვეს. დაზარალებულმა პოლიციას მიმართა.

სამართალდამცველებმა სწრაფად იპოვეს მთავარი დამნაშავე. ამჟამად პუმა თავისუფალია და პატრონს დაუბრუნდა, დღესასწაულის ორგანიზატორი კი დააკავეს, ხოლო მის თანამონაწილეებზე ძებნა გამოცხადდა.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?