ყველასთვის საყვარელი ძაღლი "ბოო", მეგობრის სიკვდილის შემდეგ, დარდით მოკვდა
ყველასთვის საყვარელი ძაღლი "ბოო", მეგობრის სიკვდილის შემდეგ, დარდით მოკვდა
ბოოს მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლებისთვის ეს სიახლე ნამდვილ ტრაგედიად იქცა.

"მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ძაღლი 13 წლის ასაკში მოკვდა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს ძაღლის პატრონი. 

ცნობილია, რომ ბოოს გულის პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი საუკეთესო მეგობარი, სახელად ბადი, მოკვდა.

Zooclub

"ვფიქრობთ, რომ მისი გული, ბადის სიკვდილის შემდეგ, პირდაპირი მნიშვნელობით, გასკდა. მან კიდევ ერთი წელი გაატარა ჩვენთან, თუმცა, როგორც ჩანს, მისი დროც მოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ბოოსა და ბადისთვის ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო, როდესაც ისინი ერთმანეთს ცისარტყელაზე შეხვდნენ", - წერს პატრონი ფეისბუქში
"
ბოოს" ოფიციალურ გვერდზე.

Zooclub

უსაყვარლესი ძაღლის სიკვდილი თაყვანისმცემლებისთვის ნამდვილ ტრაგედიად იქცა. ზოგიერთი მათგანი კომენტარებში აღნიშნავდა, რომ ბოოს ფოტოები მძიმე წუთების შემსუბუქებისა და განწყობის ამაღლებაში ეხმარებოდათ.
ოღონდაცა რააააა
ბოო კი არა დავით აღმაშენებელი მოკვდა რას ეწევით ამისთანას
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?