ლედი გაგამ Critics' Choice Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალი, საყვარელი ცხენის სიკვდილის გამო, სასწრაფოდ დატოვა
ლედი გაგამ Critics' Choice Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალი, საყვარელი ცხენის სიკვდილის გამო, სასწრაფოდ დატოვა
კალიფორნიაში გამართულ Critics' Choice Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალზე, 32 წლის ლედი გაგა პრესტიჟული პრემიის მფლობელი გახდა. მან გაიმარჯვა საუკეთესო ქალის როლის შემსრულებლის ნომინაციაში და საუკეთესო საუნდტრეკი, ფილმში "ვარსკვლავის დაბადება", თუმცა, სასიხარულო მოვლენა მომღერლისთვის სევდიანი ამბით შეიცვალა.

ცერემონიალის მსვლელობისას, მომღერალმა შეიტყო, რომ მისი საყვარელი ცხენი არაბელა კვდებოდა. სცენაზე გამოსვლის შემდეგ, ლედი გაგამ სასწრაფოდ დატოვა ღონისძიება და აღნიშვნის ნაცვლად, თავის ოთხფეხა მეგობართან გამომშვიდობება გადაწყვიტა.

მოგვიანებით, მომღერალმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა თავისი ცხენის ფოტო, რომელსაც შემდეგი კომენტარი დაურთო: "მშვიდობით, ჩემო ანგელოზო."

Zooclub

ლედი გაგას ულამაზესი ცხენი
2015 წლის შობას აჩუქეს. მომღერალი ძალიან შეეჩვია არაბელას და მისმა დაკარგვამ გული დასწყვიტა.

ფოტო კომენტარებში
მომღერალმა განმარტება გააკეთა ღონისძიებიდან უეცარი წასვლის შესახებაც.

"ბედნიერი ვარ, რომ "საუკეთესო სიმღერის" და "საუკეთესო მსახიობის" ნომინაციებში ჯილდო მივიღე. ჩემი გული სიამაყით სავსეა, თუმცა, გული დამძიმებული მაქვს, რადგან უეცრად შევიტყვე, რომ ჩემი საყვარელი ცხენი, ჩემი არაბელა კვდებოდა."

Zooclub

"ჩვენ სულიერად ერთმანეთთან ახლოს ვიყავით. როდესაც მას ტკიოდა, მეც ვიტანჯებოდი. არასოდეს დამავიწყდება ჩვენი ერთად გატარებული წუთები - ხანგრძლივი სეირნობა, ორცხობილის დაგემოვნება... ის ყოველთვის იქნება ჩემი ნაწილი, თუმცა, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. დაე, შენი ტკივილი დასრულდეს და სამოთხის კარი შენთვის გაიღოს", - წერს ლედი გაგა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

წყარო: today.com


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?