ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებს ინტენსიური წვრთნების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებს ინტენსიური წვრთნების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველების ჩართულობით, ინტენსიური წვრთნები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ბაზაზე ტარდებოდა და ფიზიკურ მომზადებასთან ერთად, თეორიულ სწავლებასაც მოიცავდა. მაშველები, როგორც სიმაღლეზე ასული, ასევე, სიღრმეში ჩავარდნილი ცხოველების გადარჩენის ტექნიკას დაეუფლნენ. ამასთან ერთად, პირველადი სამედიცინო დახმარების წესებიც აითვისეს.

სააგენტოს მაშველებმა მომზადების ინტენსიური კურსი მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიარეს.

სამაშველო ეკიპაჟების წვრთნები ოთხ ეტაპად ჩატარდა და ჯამში, მომზადების კურსი ორმოცდაოთხმა თანამშრომელმა გაიარა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

გასულ წელს მაშველებმა 420 სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს და 500-მდე ცხოველი
გადაარჩინეს.

წყარო: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?