ავსტრალიელმა ვეტერინარმა პითონი 500 ტკიპასგან გაათავისუფლა
ავსტრალიელმა ვეტერინარმა პითონი 500 ტკიპასგან გაათავისუფლა
ავსტრალიელმა გველის დამჭერებმა რომბისებური პითონი გადაარჩინეს. მის სხეულს ასობით ტკიპა ფარავდა. გამოფიტული და დასუსტებული ქვეწარმავალი გოლდ-კოსტის (ქუინსლენდი) სახლის ეზოში მდებარე აუზში იპოვეს. ვეტერინარებმა გველის სხეულს 500-ზე მეტი ტკიპა მოაშორეს, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

გველების დამჭერმა ტონი ჰარისონმა ივარაუდა, რომ პითონი ტკიპების დახრჩობას აუზში ცდილობდა. "როგორც ჩანს, გველს პარაზიტები დისკომფორტს უქმნიდა. მისი სახე შეშუპებული იყო, ამავე დროს, ანთებითი პროცესიც მიმდინარეობდა. ის ტკიპებით სრულიად დაფარული იყო და მის სხეულზე პარაზიტები კიდევ მრავლდებოდნენ", - ამბობს მაშველი.

გველები არც ისე იშვიათად ხდებიან პარაზიტების
მსხვერპლნი, თუმცა, მსგავსი შემთხვევა მიუთითებს ცხოველის სერიოზულ დაავადებასა და იმუნური სისტემის დაქვეითებაზე.

Zooclub

პითონი, რომელსაც ნაიკო
დაარქვეს, ამჟამად თავს უკეთ გრძნობს.

"გამოკვლევისას ცხოველს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აღენიშნებოდა, რადგან მისი ბუნებრივი დამცავი საფარი დასუსტებული იყო. მეეჭვება, რომ ის ჩვენი ჩარევის გარეშე გადარჩენილიყო", - ამბობს უნივერსიტეტის პროფესორი ბრაიან ფაიზი.

"დღეს ნაიკო გაცილებით უკეთ არის. ის ჯერ კიდევ რჩება კურუმბინის ნაკრძალში, სადაც მკურნალობის კურსს გადის", - ამბობს ჰარისონი.

პითონს ბუნებრივ არეალში მას შემდეგ გაუშვებენ, რაც მისი მდგომარეობა დასტაბილურდება.

წყარო: bbc
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?