ციკლოპ-ხბოს, რომელიც ურთულესი მშობიარობის შედეგად დაიბადა, ინდოელები აღმერთებენ
ადგილობრივი მცხოვრებლები ახალშობილ ხბოზე ზრუნავენ, რადგან ის საკუთარმა დედამ არ მიიღო.

"ინდოელები აღმერთებენ ხბოს, რომელიც ერთი თვალით დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილს ცხვირიც არ აქვს, ის დღემდე ცოცხალია. ცხოველი დედამ არ მიიღო, ამიტომ მასზე ადგილობრივი გლეხები ზრუნავენ", - წერს გამოცემა "The Sun"-ი.

"მას შემდეგ, რაც ხბო ამ ქვეყანას მოევლინა, ადამიანები სპეციალურად მის სანახავად მოდიან. ცალთვალა ხბოს ღმერთის საოცრებად თვლიან და თაყვანს სცემენ", - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.

სინამდვილეში, ხბოს აქვს უიშვიათესი თანდაყოლილი დაავადება, რომელსაც "ციკლოპიას" უწოდებენ. ეს დაავადება გვხვდება, როგორც ცხოველებში, ისე
ადამიანებში. ნაყოფის განვითარების პროცესში, ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები არ იყოფა. ცხოველი მსგავსი დიაგნოზით, ჩვეულებრივ,
მკვდარი იბადება ან დაბადებისთანავე კვდება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?