მაიმუნის მიმართ უდიერად მოპყრობის ფაქტზე ეგვიპტელ ქალს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მაიმუნის მიმართ უდიერად მოპყრობის ფაქტზე ეგვიპტელ ქალს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
25 წლის მსჯავრდებული ციხეში 3 წლით აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ზოომაღაზიაში მაიმუნს უდიერად მოექცა. ვიდეო კადრები ქალის მეგობრებმა გადაიღეს და ინტერნეტ სივრცეში გაავრცელეს.

ეგვიპტელმა სამართალდამცველებმა ადგილობრივი მოქალაქე დააკავეს მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გამოჩნდა უჩვეულო ვიდეო, რომელიც მოგვიანებით ვირუსულად გავრცელდა - ქალი მაიმუნს ინტიმურ ადგილზე ხელს კიდებს.

Zooclub

90-წამიან ვიდეოში ბასმა აჰმედი დაუცველ ცხოველს ინტიმურ ადგილს ხელით ეხება და იცინის.

ადგილობრივი გაზეთის, "Al
-Ahram"-ის ცნობით, ბასმამ დანაშაული აღიარა, თუმცა, განმარტა, რომ აზრად არ მოსვლია მაიმუნისთვის ზიანის მიყენება და უბრალოდ უღიტინებდა.

"ქალი პირველად ოქტომბერში დააკავეს - როდესაც "უსირცხვილო"  ვიდეო
ათასობით ადამიანმა იხილა. კადრები არა მხოლოდ პოპულარული გახდა, არამედ კონსერვატიულ ქვეყანაში, ათასობით ადამიანის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია", - წერია გაზეთ "Al-Ahram"-ში.

ცნობილია, რომ  აჰმედს თავიდან 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც დეტალური გამოძიება გაგრძელდა, პატიმრობის ვადა 15 დღით გაიზარდა. გამოძიების დასრულების შედეგად, მას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

განსასჯელი ირწმუნებოდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა ვიდეოს გადაღებისა და გავრცელების შესახებ.

გარდა ამისა, პროკურორმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ეს მესამე შემთხვევაა,  როდესაც ბასმა აჰმედი ამორალურ ქმედებაში შეამჩნიეს.

წყარო: thesun.co.uk
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?