აშშ-ში მიიღეს კანონი, რომელიც დაიცავს არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს, არამედ მის შინაურ ცხოველსაც
აშშ-ში მიიღეს კანონი, რომელიც დაიცავს არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს, არამედ მის შინაურ ცხოველსაც
2018 წლის 20 დეკემბერს აშშ-ში მიღებული კანონი, მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია, რომელიც შეცვლის დამოკიდებულებას ოჯახური ძალადობის მსხვერპლის და მისი შინაური ცხოველის მიმართ. Purina-მ და არაერთმა სხვა კომპანიამ, ასევე კერძო პირებმა, დიდი ძალისხმევის შედეგად კანონში, რომელსაც PAWS Act-ი ეწოდება,  ცვლილების შეტანა შეძლეს. ამჟამად, მან კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა.

კანონში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი თავშესაფრებისთვის გრანტის გამოყოფაა,  რომელიც განკუთვნილია იმ ძალადობის მსხვერპლთათვის, ვისაც შინაური ცხოველი ჰყავს. დაზარალებულ ადამიანებს უფლება ექნებათ თავიანთ ოთხფეხა მეგობართან ერთად გადავიდნენ დროებით საცხოვრებელში, რაც ამ დრომდე არ შეეძლოთ.გარდა ამისა, უკვე შესაძლებელია
თავშესაფარს გადაეცეს განსაკუთრებული გრანტი, რომელიც სპეციალურად გამოყოფილია იმ შინაური ცხოველის უზრუნველყოფისთვის, რომელიც წამოყვანილია ოჯახიდან, სადაც ძალადობის
შემთხვევები მომხდარა. ამ წესდების მიხედვით, ძალადობის მსხვერპლი თავის შინაურ ცხოველთან ერთად შეძლებს გადავიდეს თავშესაფარში ან თავისი ოთხფეხა მეგობარი დროებით გადაიყვანოს სპეციალურად მოწყობილ ცხოველთა თავშესაფარში.

"კონგრესის მიერ  PAWS Act-ის მიღება ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი აღიარებს მჭიდრო კავშირს, რომელიც არსებობს ადამიანსა და მის შინაურ ცხოველს შორის. ასევე, ნათლად ხედავს აუცილებლობას იმისა, რომ პატრონი და მისი ბინადარი ერთმანეთს არ დააშოროს, განსაკუთრებით კი კრიზისის პერიოდში,"- აღნიშნავს Purina-ს პრეზიდენტი ნინა ლი კრიუგერი.

აშშ-ში რამდენიმე ორგანიზაციამ მოითხოვა დამატებითი რესურსები, რის თანახმადაც  ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები და  მათ შორის ოთხფეხა ბინადრები საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფილნი იქნებიან.

კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თითქმის ნახევარი რჩება ტრავმირებულ სიტუაციაში და ამის მიზეზი თავიანთი ოთხფეხა მეგობრების უსაფრთხოებაა, რადგან ამერიკის თავშესაფრების მხოლოდ 3 პროცენტია, სადაც ნებადართულია ცხოველთან ერთად ყოფნა. Purina სხვა კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებთან ერთად მუშაობას აგრძელებს  ეფექტური დაცვის სისტემის დასახვეწად, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის მსხვერპლ პირსა და მის შინაურ ცხოველს.




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?