მეცნიერები ჩრდილოეთის ირმის სრულ გადაშენებას პროგნოზირებენ
მეცნიერები ჩრდილოეთის ირმის სრულ გადაშენებას პროგნოზირებენ
ამერიკის ატმოსფერული და ოკეანის მართვითი კვლევის ცენტრის (NOAA) სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ჩრდილოეთის ირმის პოპულაციის მკვეთრი შემცირების მიზეზი, კლიმატის გლობალური ცვლილებებია. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ ცხოველის პოპულაცია ორჯერ შემცირდა - 5 მილიონი ინდივიდიდან 2,1 მილიონამდე.

ბიოლოგების თქმით, ჩრდილოეთის ირმის პოპულაციის მკვეთრი შემცირება საკვების უკმარისობაა, რომლის პროვოცირებაც გლობალურმა დათბობამ გამოიწვია. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ირმების ძირითადი კვების წყარო მცენარე ლიქენია (რომელიც შედგება სოკოსა და წყალმცენარეებისგან). ტემპერატურის ხანგრძლივმა მატებამ შესაძლოა, ჩრდილოეთით ბინადარი ცხოველების ცალკეული სახეობების სრული გადაშენება გამოიწვიოს. დიდი ალბათობით, მათ რიცხვში ჩრდილოეთის
ირემიც
მოხვდება.

ასევე იხილეთ:

გლობალური დათბობა ცხოველების გადაშენების პროცესს დააჩქარებს

ფრინველების გენოციდი: როგორ გადაუხადა სამაგიერო ბუნებამ
ჩინელებს ბეღურების განადგურების გამო


მსოფლიო დიდი კატების გარეშე: სპეციალისტებმა ლომების სრული გადაშენება იწინასწარმეტყველეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?