აბუ-დაბიში აქლემზე ამხედრებული პატრული გამოჩნდა
აბუ-დაბიში აქლემზე ამხედრებული პატრული გამოჩნდა
"არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში, პოლიციის პატრული აქლემებით გამოჩნდა", - წერს გამოცემა "Gulf News"-ი. ცნობილია, რომ ცხოველები სპეციალურ დანაყოფში იმუშავებენ.

"ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ აბუ-დაბის უსაფრთხოება და გავაგრძელოთ ყველა რესურსის გამოყენება, რათა საამიროების ყველა მცხოვრები და სტუმარი დაცული იყოს", - ამბობს აბუ-დაბის პოლიციის უფროსი დაბი მუჰამედ ჰალფან ალ-რომატი.

ახლო აღმოსავლეთში ერთკუზიან აქლემს "უდაბნოს ხომალდს" უწოდებენ. ძველი დროიდან მოყოლებული, არაბთა ტომების ცხოვრებაში, აქლემი დიდ როლს ასრულებდა. ისინი  ღარიბ ადამიანებს ეხმარებოდნენ სავაჭრო საქონლის გადატანაში, ასევე, აქლემები ითვლებოდნენ ხორცის, რძისა და ბეწვის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?