ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, თბილისის საჯარო სკოლაში, შინაური ცხოველების თემაზე, გაკვეთილების ჩატარება დაიწყო
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, თბილისის საჯარო სკოლაში, შინაური ცხოველების თემაზე, გაკვეთილების ჩატარება დაიწყო
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, თბილისის საჯარო სკოლებში, შინაური ცხოველების თემაზე, საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარება დაიწყო.

პირველი გაკვეთილი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ და ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ, თინათინ ჭავჭანიძემ, თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში, IV-VI კლასების მოსწავლეებთან ჩაატარეს. მოსწავლეებმა შინაური ცხოველების უფლებების, პატრონის ვალდებულებებისა და უსაფრთხოების წესების შესახებ ინფორმაცია ინტერაქტიულ რეჟიმში მიიღეს.

საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები მოსახლეობაში ცნობიერების დონის ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.

წყარო: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?