მსოფლიო დიდი კატების გარეშე: სპეციალისტებმა ლომების სრული გადაშენება იწინასწარმეტყველეს
მსოფლიო დიდი კატების გარეშე: სპეციალისტებმა ლომების სრული გადაშენება იწინასწარმეტყველეს
"ნიუკასლის უნივერსიტეტის სპეციალისტების თქმით, გადაშენების პირას მყოფი პინგვინების, ვეფხვებისა და შიმპანზეების გარდა, საფრთხე ემუქრებათ ლომებსაც, რომელთა პოპულაცია ბოლო 100 წლის განმავლობაში 5-ჯერ შემცირდა", - წერს გამოცემა "Daily Mail"-ი.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ 2018 წლის მონაცემებით, ლომების რაოდენობა მთელ მსოფლიოში დაახლოებით 20 ათას ინდივიდს შეადგენს, თუმცა, დიდი კატების საერთო რიცხვი მუდმივად მცირდება.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ლომების გადასარჩენად, არა მხოლოდ ბრაკონიერების მიმართ უნდა გამკაცრდეს ზომები, არამედ ზოგადად გადაიხედოს ანთროპოგენური საფრთხეები, რომლებიც არაპირდაპირ მოქმედებს, როგორც ცალკეულ ინდივიდებზე, ისე სრულად ფაუნაზე. ამასთანავე, მკვლევრები გვთავაზობენ, შევქმნათ ახალი საზოგადოებრივი
ორგანიზაცია, რომელიც გარეულ ცხოველთა პოპულაციის კონტროლში მიიღებს მონაწილეობას. ისინი აღნიშნავენ, რომ დიდი კატების პოპულაცია და
მათი რაოდენობის ზრდა ძალიან ძვირი დაჯდება - აფრიკული ლომების გადარჩენისთვის წელიწადში 1-2 მილიარდი დოლარის დახარჯვა აუცილებელი იქნება.

ასევე იხილეთ:

ანტარქტიდაზე უძველესი პინგვინების მუმიები აღმოაჩინეს

პირველად, ხელოვნური განაყოფიერების შედეგად, ლომის ბოკვრები დაიბადნენ

"სიკვდილის მანქანა": სპეციალისტებმა დაასახელეს ყველაზე საშიში კატის სახეობა მსოფლიოში


dimitri
5 და 7 იც უნდა დაიხარჯოს !
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?