გაქირავების ცენტრიდან გამოყვანილ ავტომობილში დასუსტებული ლომის ბოკვერი აღმოაჩინეს
გაქირავების ცენტრიდან გამოყვანილ ავტომობილში დასუსტებული ლომის ბოკვერი აღმოაჩინეს
პარიზში ცხოველთა დამცველებმა გადაარჩინეს ლომის ბოკვერი, რომელიც "ლამბორჯინის" მარკის ავტომობილში ჩაკეტილი იპოვეს. მანქანა გაყვანილი იყო ავტომობილების გაქირავების ცენტრიდან. ამის შესახებ წერენ ორგანიზაცია 30 Millions d'Amis-ის პორტალზე.

ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა. მძღოლი უკვე დაჭერილია და მას წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მტაცებელი, სახელად დადუ, ორი თვემდე ასაკისაა. ვეტერინარულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბოკვერი ძალიან დასუსტებულია, მას აქვს უკანა კიდურებისა და კუდის ტრავმა, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Zooclub
ის ცენტრიდან გამოყვანილ ავტომობილში დასუსტებული ლომის ბოკვერი აღმოაჩინეს" />

ამჟამად გარეული ცხოველი კარანტინში იმყოფება, რის შემდეგაც მას თავშესაფარში გადაიყვანენ, სადაც იმყოფებიან ის ცხოველები, რომლებიც ორგანიზაცია 30 Millions d'Amis-მა ამ თვეს გადაარჩინა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?