ინგლისის სამეფო ოჯახმა თავშესაფრიდან კიდევ ერთი ძაღლი აიყვანა
ინგლისის სამეფო ოჯახმა თავშესაფრიდან კიდევ ერთი ძაღლი აიყვანა
ცნობილი გახდა, რომ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ კიდევ ერთი ძაღლის აყვანა გადაწყვიტეს. ოჯახმა იშვილა შავი ძაღლი, რომელსაც თავშესაფარში ევთანაზიას უპირებდნენ.

პრინცმა ჰარიმ, უესექსის სამეფოში სტუმრობისას, ეს სიახლე თავად დაადასტურა. "მე მქვია ჰარი, მე მყავს ორი ძაღლი და ჩემი ულამაზესი ცოლი", - განაცხადა მან ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე. ამგვარად, ელისაბედ II​-ს შვილიშვილმა დაადასტურა, რომ წყვილმა თავის ოჯახში კიდევ ერთი ძაღლი მიიღო.

"ძაღლი სიამოვნებით მოეწყო თავის ახალ სახლში. ის იცხოვრებს და იმოგზაურებს ბუკინგემის სასახლესა და ქალაგარეთ - კენსინგტონის სასახლეში", - განუცხადა სამეფო ოჯახის პრეს
სამსახურის წარმომადგენელმა გამოცემა" Daily Express"-ს.

ცნობილმა ბრიტანელმა კინოლოგმა ერინ მარტინ-გოდფრიმ განმარტა, რომ მეგანმა და ჰარიმ
შავი ლაბრადორის აყვანა გადაწყვიტეს, რადგან შავი ცხოველები, ხშირ შემთხვევაში, მთელი თავისი სიცოცხლე თავშესაფარში რჩებიან. ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ღია შეფერილობის ბინადრებს და მათი მუქი შეფერილობის მოძმეები ევთანაზიის მსხვერპლნი ხდებიან.

სამეფო ოჯახის ოთხფეხა ბინადარს ოზი დაარქვეს. ეს ცოლ-ქმრის მეორე ძაღლია - მეგანს ქორწინებამდე ჰყავდა ბიგლი, სახელად გაი. სინამდვილეში მარკლის ორი ძაღლი ჰყავდა, თუმცა, მეორე ლაბრადორი, პრინცთან ქორწინების შემდეგ, მეგობრებთან დატოვა. ამის მიზეზი კი ნამდვილად არსებობდა: ძაღლი ძალიან ხნიერი იყო იმისათვის, რომ კანადიდან დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოდ ემგზავრა, ხოლო შემდეგ გაერთიანებული სამეფოს წესების თანახმად, რამდენიმე თვე კარანტინში დარჩენილიყო.

წყარო: express
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?