"საშიში ქალის რისხვა!" ძუ ლომმა თავისი მეორე ნახევარი გაგუდა, რომელთან ერთადაც 8 წელი ცხოვრობდა
"საშიში ქალის რისხვა!" ძუ ლომმა თავისი მეორე ნახევარი გაგუდა, რომელთან ერთადაც 8 წელი ცხოვრობდა
ზოოპარკის თანამშრომლები დღემდე ვერ ხვდებიან, რა გახდა ძუ ლომის უეცარი აგრესიის მიზეზი, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მტაცებელ წყვილს შთამომავლობაც ჰყავს.

ქალაქ მინეაპოლისის (აშშ, მინესოტას შტატი) ზოოპარკის თანამშრომლები იტყობინებიან, რომ ძუ ლომი თავს დაესხა თავისი შვილების მამას, რომელთან ერთადაც რვა წელი ცხოვრობდა. ამის შესახებ სააგენტო "Reuters"-ი წერს.

ზოოპარკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტის დღეს, პერსონალი გააფრთხილეს უჩვეულო ყმუილის შესახებ, რომელიც ლომების სამყოფელიდან ისმოდა. გალიასთან მისული მომვლელები, 12 წლის ხვადი ლომის - ნიაკისა და 10 წლის ძუ ლომის - ზურის, სასტიკი ჩხუბის მომსწრენი
გახდნენ.

ისინი შეეცადნენ სიტუაციის განმუხტვას, თუმცა, ძუ მტაცებელი მჭიდროდ მოეჭიდა ხვადის ყელს და არ გაუშვა, სან
ამ ამ უკანასკნელმა სუნთქვა არ შეწყვიტა. გაკვეთამ აჩვენა, რომ ხვადი ლომი გაგუდვით მოკვდა.

Zooclub

ზოოპარკის კურატორმა დევიდ ჰაგანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მომვლელები ძალიან განიცდიან თავიანთი ბინადრის დაკარგვას.

"მომვლელებს თავიანთ ბინადრებთან მჭიდრო კავშირი აქვთ. ნებისმიერი დანაკარგი ნეგატიურად აისახება ყოველ ჩვენგანზე. ზოგიერთი მათგანი პატარაობიდან გავზარდეთ და მათთან ძლიერი სიყვარული გვაკავშირებს", - ამბობს ჰანგი ინტერვიუში.

ზოოპარკის თანამშრომლები დღემდე ვერ ხვდებიან, თუ რა გარემოებამ გამოიწვია ძუ ლომის უეცარი აგრესია. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ლომებს საერთო შვილები ჰყავთ.

ასევე იხილეთ:

ცხოველთა მეფესაც კი ეშინია ძუ ლომის - უნიკალური ფოტო, რომელიც მონადირემ საფარაში გადაიღო

ძუ ლომის უშედეგო "ფლირტმა" ხვადთან ინტერნეტ მომხმარებლები გაამხიარულა
gogi
როგორ აბსურდებს წერთ, რომ იცოდეთ. ძუ ლომმა მამალი ლომი დაახრჩოო. გინახავთ მამალი ლომის ფაფარი, ძალებს შორის სვაობას თავი რომ დავანებოთ, სულ დაუძლურებული რომ ყოფილიყო, ფაფარში უბრალოდ კბილებს ვერ გაატარებდა ძუ ლომი.
mi
ეტყობა არ ასრულებდა ცოლქმრულ მობალეობას
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?