გალაპაგოსის კუნძულებზე 120 უიშვიათესი კუ მოიპარეს
გალაპაგოსის კუნძულებზე 120 უიშვიათესი კუ მოიპარეს
გალაპაგოსის კუნძულებზე 123 სპილოსებრი (გალაპაგოსის გიგანტური) კუ მოიპარეს. ეკვადორის გარემოს დაცვის ინფორმაციით, კუნძულ ისაბელას, ნაციონალური პარკის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე გამრავლებული ცხოველები გაქრნენ.

პარკის დირექტორმა 27 სექტემბერს პროკურატურას მიმართა. აღნიშნავენ, რომ საქმე ეხება სპილოსებრ კუს - გუნტერს და გამოქვაბულის სპილოსებრ კუს, რომლებიც გადაშენების პირას მყოფი ცხოველების რიგს მიეკუთვნებიან.

გალაპაგოსის კუნძულებზე სულ 11 გიგანტური კუს სახეობა ბინადრობს. კუნძულები 1978 წლიდან იუნესკოს დაცული ტერიტორიების ნუსხაშია შესული.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?