პირველად, ხელოვნური განაყოფიერების შედეგად, ლომის ბოკვრები დაიბადნენ
პირველად, ხელოვნური განაყოფიერების შედეგად, ლომის ბოკვრები დაიბადნენ
სამხრეთ აფრიკაში, ლომის ბოკვრები ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაიბადნენ. ეს მსოფლიოში პირველი შემთხვევაა.

პატარებს ვიქტორი და იზაბელა დაარქვეს. ისინი ჯანმრთელი ცხოველები არიან და ნორმალურად ვითარდებიან.


ლომები აფრიკის 26 ქვეყანაში გადაშენდნენ. 20 წლის განმავლობაში, ველურ ბუნებაში ამ მტაცებლების რაოდენობა 43%-ით შემცირდა (შემორჩენილია დაახლოებით 20 000 ინდივიდი). ამჟამად გაჩნდა იმედი იმისა, რომ გადაშენებას გადაარჩენენ არა მხოლოდ ლომებს, არამედ სხვა დიდ კატებსაც - ვეფხვს, ფოცხვერსა და თოვლის ჯიქს.

18-თვიანი ინტენსიური ცდების შემდეგ, ძუ ლომმა ვიქტორია და იზაბელა აგვისტოს თვეს, ნაკრძალში გააჩინა, ხოლო შემდეგ მტაცებელი კვლავ
ველურ ბუნებაში დააბრუნეს.

ფოტოებზე ასახულია ხელოვნურად განაყოფიერებული 5 კვირის ბოკვრები, რომლებიც სამხრეთ აფრიკის ნაკრძალში ბინადრობენ. 

Zooclub

Zooclub

Zooclub

ასევე იხილეთ:

ბუნების მსოფლიო ფონდმა (WWF) ჩრდილოეთის თეთრი მარტორქების გადარჩენის გზა იპოვა

ზოოპარკის თანამშრომლებს ღია ფერის ტანსაცმლის ტარება აეკრძალათ, რათა პანდებმა გამრავლება შეძლონ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?