ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში, კნუტების გაჩუქების აქცია და მიკედლებული ცხოველების ანტირაბილური ვაქცინაცია ჩატარდა
ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში, კნუტების გაჩუქების აქცია და მიკედლებული ცხოველების ანტირაბილური ვაქცინაცია ჩატარდა
ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ვაკის პარკში პატრონიანი და მიკედლებული ცხოველების ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, მსურველებს საშუალება ჰქონდათ, თავიანთი ცხოველი უფასოდ აეცრათ და ვეტერინარის კონსულტაცია მიეღოთ, ხოლო მათთვის, ვისაც ახალი ოთხფეხა მეგობრის აყვანა სურდა, სააგენტომ თავშესაფრის ბინადარი კნუტების გაჩუქების აქცია მოაწყო.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიმდინარე წელს ცოფის საწინააღმდეგო ვაცინაცია 3 200 ცხოველს (ძაღლი/კატა) ჩაუტარა.

წყარო: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?