"მაპატიე ჯუნა, მკვლელებისგან ვერ დაგიცავი!"- სოფელ გამარჯვებაში, მამაკაცმა მეზობლის ძაღლი საფანტის თოფით მოკლა
"მაპატიე ჯუნა, მკვლელებისგან ვერ დაგიცავი!"- სოფელ გამარჯვებაში, მამაკაცმა მეზობლის ძაღლი საფანტის თოფით მოკლა
გარდაბნის რაიონში, სოფელ გამარჯვებაში, მამაკაცმა თოფით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ძაღლს, რომელიც მის მეზობელს ეკუთვნოდა. პატრონმა ცხოველის გადარჩენა ვერ შეძლო.

ძაღლის პატრონის თქმით, მეზობელი მის შინაურ ცხოველს ქათმების ჭამაში ადანაშაულებდა, თუმცა, ამის მტკიცებულება მამაკაცმა ვერ წარმოადგინა. გარდა ამისა, ძაღლის მფლობელი თანახმა იყო, მისი შინაური ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი მეზობლისთვის აენაზღაურებინა.

ძაღლი ჯუნა შორენამ თვეების აიყვანა, მას შემდეგ ისინი განუყრელი მეგობრები იყვნენ.

Zooclub

"ეს რა დილა გათენდა ღმერთო ეს რა იყო- ცუდად ვიყავი წუხელ ფეხზე ვერ ვდგებოდი, დილას გასროლის ხმამ წამომაფეთიანა- წკმუტუნი მომესმა, წამოვხტი
და ეს სურათი შემრჩა ხელში. არადა დილას ავუშვი ჯუნა და ეგრევე იქით გადასულა მეზობელთან, რომელმაც საფანტი ესროლა და დაუცხრილა უკან მხარე. წამებში მოკვდა ვერ მოვასწარი ჩახუტებაც კი შვილი მომიკლეს იმის გამო რომ თურმე ქათმები შეუჭამა არადა დარწმუნებული ვარ უბრალოდ ისე გადადიოდნენ, არანაირი ბუმბულის კვალი არ ეტყობა ჯუნას. სიცოცხლე აღარ მინდა აღარ ეს რა ხდება. ავუნაზღაურებდი, რაც შეუჭამა, თუ შეუჭამა კი რა გავაკეთო ასეთი მეზობლების ხელში, არადა მორწმუნე ხალხია, ეკლესიურები და აი რა გააკეთა რააა! მაპატიე ჯუნა მკვლელებისგან ვერ დაგიცავი ჩემო პატარა. ეს რა დღე გაგითენდა სიმწრით სავსე. ნეტა მე მომხვედროდა ის ტყვიები, მე მეგრძნო ის ტკივილი რაც შენ იგრძენი იმ წამს. უფალს ვთხოვ იგივე ეწიოთ ყველა მკვლელს!"- წერს პატრონი ცხოველთა მოყვარულების გვერდზე.

Zooclub

გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

ცხოველთა დამცველები დაუყოვნებლივ ითხოვენ დამნაშავის კანონის შესაბამისად დასჯას.
gela
ღვთის საწყენი სიტყვა ვის უნდა რომ თქვას? (მეც მათ შორის) მაგრამ ამის ჩამდენმა და მისმა გამმართლებელმა,გნებავთ კანონის ფარგლებში, გნებავთ სამოქალაქო საზოგადოებაში, რატომ უნდა იცოცხლონ? ძალიან ცუდად წაუვა მაგ არაადამიანს ცხოვრება და მრავალ უბედურებას დაატეხს განგება...... არც შემეცოდება
ქეთი
აი კიდევ ერთი ნაძირალა მკვლელი! ასეთ ველურებს შვილებიც თავისივე მსგავსი სადისტები ეზრდება. და ასე მრავლდება ცოდვა,სისასტიკე. ცხოველის მკვლელი და მაწამებელი ბავშვი მომავალში ადამიანსაც ადვილად იმეტებს! სწორედ ამიტომაა საჭირო მათი შეჩერება კანონმა მაინც შეძლოს და საზოგადოებამაც მკაცრი პოზიცია დაიკავოს ამ ნაბიჭვრების მიმართ!
Manana
დაისაჯოს მკვლელი,
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?