კატასტროფის სიმბოლო: ბერძნების ოჯახმა დაიბრუნა ძაღლი, რომელიც ხანძრის გამო, რამდენიმე დღე წყალში ცხოვრობდა
კატასტროფის სიმბოლო: ბერძნების ოჯახმა დაიბრუნა ძაღლი, რომელიც ხანძრის გამო, რამდენიმე დღე წყალში ცხოვრობდა
ბერძნების ოჯახს დაუბრუნეს ძაღლი, რომელიც კურორტ მატიზე, ტყის ხანძარს ზღვაში გაექცა და რამდენიმე დღე ქვაზე ცხოვრობდა. ამის შესახებ წერს გამოცემა "Daily Mail"-ი.

გამოცემის ინფორმაციით, როდესაც ცეცხლი დასახლებულ ადგილს მოუახლოვდა, ცხოველი წყალში გადახტა. მარტოხელა ძაღლი, რომელიც წყალში დიდ ქვაზე იწვა, ადგილობრივმა ფოტოგრაფმა გადაიღო. მოგვიანებით, ფოტო სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რის შედეგადაც ცხოველთა დამცველებმა ძაღლის პატრონის ძებნა დაიწყეს.

Zooclub

აღმოჩნდა, რომ შინაურ ბინადარს ლუა ერქვა და რამდენიმე დღეში თავის ოჯახს დაუბრუნდა.

სტატიაში ასევე წერია, რომ ოჯახი საყვარელ ძაღლთან ერთად თავის საცხოვრებელს დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის
კურორტზე გაჩენილმა ხანძარმა 80 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 170-მა ადამიანმა მრავლობითი დაზიანება მიიღეს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?