ვახტანგ ლომჯარია - მნიშვნელოვანია, ცხოველთა გამრავლება დაექვემდებაროს შესაბამის ნებართვებსა და ლიცენზიებს
ვახტანგ ლომჯარია - მნიშვნელოვანია, ცხოველთა გამრავლება დაექვემდებაროს შესაბამის ნებართვებსა და ლიცენზიებს
"მნიშვნელოვანია, ცხოველთა გამრავლება დაექვემდებაროს შესაბამის ნებართვებსა და ლიცენზიებს," - ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ქალაქში მიუსაფარი ძაღლების მომატებული რაოდენობის პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია კასტრაცია-სტერილიზაციის პროგრამების მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელება.

"ამ პრობლემების გადასაჭრელად ერთი მხრივ, აუცილებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით სტერილიზაცია - კასტრაციის პროგრამების გაშლა, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია გაკონტროლდეს ცხოველთა გამრავლება, დაექვემდებაროს ეს კანონით შესაბამის ნებართვებსა და ლიცენზიებს. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ თუკი მხოლოდ ძაღლსაშენები იქნება ადგილი, სადაც ცხოველები გამრავლდებიან, ეს იქნება რეალურად ისეთი
წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც შეამცირებს მიუსაფარი ცხოველების რაოდენობას ქუჩაში. პარლამენტში უკვე მიმდინარეობს შინაური, ბინადარი ცხოველების შესახებ
კანონში ცვლილებების განხილვა, რომლის ფარგლებში ეს საკითხიც განიხილება.

სტერილიზაცია-კასტრაციით ცხოველთა უფლებები არ ილახება. ეს არის პოპულაციის მართვის ჰუმანური მეთოდი და ასეთ დროს ცხოველი 2-4 წლით უფრო დიდხანს ცოცხლობს. ასევე მცირდება სიმსივნური დაავადებების გაჩენის რისკები," - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

ქალაქში ძაღლების ხროვის შემჩნევის შემთხვევაში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა მოსახლეობას 112-ში დარეკვისკენ მოუწოდა.

"ხროვასთან დაკავშირებით ჩვენ ვართ ძალიან ოპერატიულები და ჩვენი პიორიტეტია, რომ თბილისში არ იყოს ცხოველთა ხროვები. ინდივიდუალურად ცხოველს შეიძლება ძალიან კარგი ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ ხროვაში აგრესიული გახდეს. ჩვენი მიზანია, რომ ხროვა დავშალოთ, თუმცა ეს დაშლა არ გულისხმობს ცხოველის გაქრობას. ხროვების დაშლას ხელს შეუწყობს სტერილიზაცია-კასტრაციაც. ამ პროცედურის შემდეგაც ცხოველები ნაკლებად ინტერესდებიან ხროვაში გადაადგილებით," - აღნიშნა ლომჯარიამ.

წყარო: interpressnews
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?