ვირი ზებრის ფერებში გადაღებეს - ეგვიპტის ზოოპარკმა დამთვალიერებლები მოატყუა
ვირი ზებრის ფერებში გადაღებეს - ეგვიპტის ზოოპარკმა დამთვალიერებლები მოატყუა
კაიროს (ეგვიპტე) ზოოპარკი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოხვდა, როდესაც დამთვალიერებლებს, ზებრის ნაცვლად შავ-თეთრად შეღებილი ვირი დახვდათ.

საოცარი არსება სტუდენტმა მაჰმუდ ა სარჰანიმ შეამჩნია. იგი რამდენიმე თვის წინ გახსნილ ზოოპარკს International Gardens Park-ში ესტუმრა.


"ზებრის" ფოტოები ბიჭმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე განათავსა, რის შემდეგაც სურათები მთელ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა.

Zooclub

ერთ-ერთ ფოტოზე სარჰანი ვირთან ერთად არასასიამოვნო სახით პოზირებს, შესაძლოა, ბიჭი წინასწარ მიხვდა, თუ როგორ მოატყუა ზოოპარკმა ის და სხვა დამთვალიერებლები.

Zooclub
- ეგვიპტის ზოოპარკმა დამთვალიერებლები მოატყუა" />

თუ ცხოველს კარგად შევხედავთ, შესაძლებელია, შევამჩნიოთ რამდენიმე გარეგნული დეტალი, რომლებიც ზებრას არ ახასიათებს: პირველი - გრძელი, მოქნილი
ყურები, რომელიც ვირის ყურებს ჰგავს, ზებრას მომრგვალებული ყურები აქვს.

მეორე, ძალიან მცირე ზომის თმა ნიდაოზე - კეფაზე ზებრას ჯაგარი გაცილებით ხშირი აქვს და ბზინვარე.

მესამე - ამ ფოტოების ნახვისას, ბავშვიც კი შეამჩნევს, რომ ვირის სხეულზე არსებული ზოლები უცნაურად გამოიყურება. გარდა ამისა, მის სახეზე ისეთი ნახატია, თითქოს უსწორმასწოროდ შეღებეს, მაგრამ არა ისე, როგორც დიდებული ზებრა.

Zooclub

ფოტოების გავრცელების შემდეგ, ვეტერინარებმა დაადასტურეს, რომ სურათზე აღბეჭდილი ცხოველი ნამდვილად ვირია.

მიუხედავად უამრავი მტკიცებულებისა, International Gardens Park-ის დირექტორი მუჰამედ სულთანი, უარყოფს მის მიმართ გამოთქმულ ყველა ბრალდებას და ამტკიცებს, რომ მათ ზოოპარკში ნამდვილი ზებრა ბინადრობს.

უნდა აღინიშნოს, რომ  ეს პირველი ზოოპარკი არ არის, სადაც ვირს ზებრად ასაღებენ.

Zooclub

2009 წელს, ღაზას სექტორის ზოოპარკში ორი თეთრი ვირი შეღებეს ისე, რომ ზებრებს დამსგავსებოდნენ. იმ დროს, ზოოპარკის მფლობელმა თავი იმით გაიმართლა, რომ კონტრაბანდული გზით ცხოველების ქვეყანაში შეყვანა ძალიან ძვირია, ხოლო ისრაელის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო,  ლეგალურად ამის გაკეთება მათ არ შეუძლიათ.

მსგავსი შემთხვევა მოხდა 2013 წელს ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციის ზოოპარკში, როდესაც უზარმაზარი, ფუმფულა ძაღლი ლომის სამყოფელში მოათავსეს. ამ შემთხვევაში მტაცებლის როლს ტიბეტური მასტიფის ჯიში ასრულებდა.

ასევე იხილეთ:

სასაცილო შემთხვევა ზოოპარკში - კლოუნს გორილას ფორმა ჩააცვეს ... მსგავს დასასრულს არავინ ელოდა

"როდესაც გალიას მივუახლოვდით, ლომმა ყეფა დაიწყო"
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?