2018 წლის "ყველაზე მახინჯი ძაღლის" ტიტულის მფლობელი ბულდოგი უეცრად მოკვდა
2018 წლის "ყველაზე მახინჯი ძაღლის" ტიტულის მფლობელი ბულდოგი უეცრად მოკვდა
პატრონის თქმით, მისი შინაური ცხოველი ჟა ჟა გაბორი ძილის დროს მოკვდა. ინგლისურმა ბულდოგმა "ყველაზე მახინჯი" ძაღლის ტიტული დაახლოებით ორი კვირის წინ მოიპოვა.

9 წლის ძუმ, დაგრეხილი ფეხებისა და უჩვეულოდ გრძელი ენის წყალობით, მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლების კონკურსში პირველობა არავის დაუთმო. ბულდოგს  მსახიობის საპატივცემულოდ ჟა ჟა გაბორი დაარქვეს.

"ჟა ჟას შეეძლო, მოდელის მსგავსად, გრაციოზულად დაწოლილიყო სავარძელზე", -ამბობს ძაღლის პატრონი. 

იმისათვის, რომ ჟა ჟას ვარსკვლავის იმიჯი ჰქონოდა, ქალმა სოციალურ ქსელში მას გვერდიც გაუხსნა.

სიკვდილის მიზეზი ცნობილი არაა, თუმცა, პირველადი დასკვნებით, ძაღლი ბუნებრივი სიკვდილით
გარდაიცვალა.

იხილეთ 2018 წლის "ყველაზე მახინჯი" ძაღლების კონკუსის შედეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?