"ვიღაც არაკაცმა მოკლა როკი, რომელიც ყოველ დილით ბავშვებს აცილებდა სკოლაში" - ზესტაფონში ძაღლის მოკვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
"ვიღაც არაკაცმა მოკლა როკი, რომელიც ყოველ დილით ბავშვებს აცილებდა სკოლაში" - ზესტაფონში ძაღლის მოკვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ზეს­ტა­ფონ­ში ძაღ­ლის მოკ­ვლის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 259-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ცხო­ვე­ლი­სად­მი სას­ტიკ მო­პყრო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მომ­ხდარ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს ატა­რე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას ძაღ­ლის სა­დის­ტუ­რად მოკ­ვლის შე­სა­ხებ ზეს­ტა­ფო­ნე­ლი ზვი­ად ზა­ლი­კი­ა­ნი ავ­რცე­ლებს. მისი თქმით, უპა­ტო­ნოდ დარ­ჩე­ნილ ძაღლს მისი ოჯა­ხი უვ­ლი­და, რაც მე­ზობ­ლებს არ მოს­წონ­დათ და ამის გამო კონ­ფლიქ­ტი ბევ­რჯერ ჰქო­ნი­ათ.

"ზეს­ტა­ფონ­ში ერთი ძაღ­ლი გვყავ­და შე­ფა­რე­ბუ­ლი ეზო­ში. ჩავ­დი­ო­დი, ძაღ­ლის საკ­ვებს ვყი­დუ­ლობ­დი და ვპატ­რო­ნობ­დი. ჩემი არ­ყოფ­ნის დროს კი ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი უვ­ლიდ­ნენ. მე­ზობ­ლებს არ მო­წონ­დათ და ას­ჯერ ვე­ჩხუ­ბე, ვე­რა­ფე­რი გა­ვა­გე­ბი­ნე. პატ­რულ­ში და­რე­კეს და
წა­იყ­ვა­ნეს ძაღ­ლი ქუ­თა­ი­სის თავ­შე­სა­ფარ­ში. იქ ყურ­ზე სა­ყუ­რე და კას­ტრა­ცია გა­უ­კე­თეს და რო­გორც იქნა, და­ვიბ­რუ­ნეთ როკი.

მერე ცე­მეს კი­დეც მე­ზობ­ლებ­მა, ჩე­მებ­მა მო­უ­ა­რეს და ფეხ­ზე და­ა­ყე­ნეს. ჩემს დას ნა­ნა­ხი აქვს, პატ­რულ­თან ერ­თად და­ა­პი­რა ცემა მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა, ამ დიდი გარ­ჩე­ვის მერე, მაგ­რამ პატ­რულს არც შე­უმ­ჩნე­ვია, აქეთ გვაწ­ვე­ბო­და. ვინც ცემა, იმის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და როკი, თუმ­ცა არას­დროს არა­ვის­თვის უკბე­ნია. დღეს ბე­ბია მი­რე­კავ­და და ვერ ვუ­პა­სუ­ხე. მომ­წე­რა, როკი მოკ­ლე­სო. ვი­ღაც არა­კაც­მა, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბაც ცნო­ბი­ლია, მოკ­ლა როკი, რო­მე­ლიც ყო­ველ დი­ლით ბავ­შვებს აცი­ლებ­და სკო­ლა­ში და არა­ვის­თვის არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია. პატ­რუ­ლი ჩე­მებს ეუბ­ნე­ბა, ხალ­ხს კბენ­და და მო­საკ­ლა­ვი­აო", - ყვე­ბა ზვი­ად ზა­ლი­კი­ა­ნი.

წყარო: ambebi.ge
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?