სირიაში სამხედრო ძაღლმა ბრიტანელი ჯარისკაცები ჯიჰადისტებისგან დაიცვა
სირიაში სამხედრო ძაღლმა ბრიტანელი ჯარისკაცები ჯიჰადისტებისგან დაიცვა
სამხედრო მომსახურე ძაღლი - ბელგიური ნაგაზი მალინუა, ბრიტანელ ჯარისკაცებთან ერთად სირიის ჩრდილოეთით მორიგ პატრულირებაზე იყო. როდესაც ისინი ერთ-ერთ პატარა სოფელში შევიდნენ, ჯარისკაცებმა ფეხით განაგრძეს გზა. სწორედ ამ დროს, ჯიჰადისტმა მებრძოლებმა ისინი ალყაში მოაქციეს.

Daily Star-ის ინფორმაციით, ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, თუმცა, ტერორისტები სახლებში იმალებოდნენ და ისროდნენ. სწორედ ამ დროს საქმეში სამხედრო ძაღლი ჩაერთო. მას მოხსნეს ალიკაპი და იმ სახლებისკენ გაუშვეს, სადაც მოწინააღმდეგეები იმალებოდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ ჯარიკაცებს განწირული ხმები მოესმათ, ხოლო სროლა შეწყდა.

Zooclub

როგორც მოგვიანებით აღმოჩნ
და, ძაღლი ერთ-ერთ ჯიჰადის მებრძოლს მიეპარა და ყელში კბილები ჩაავლო. გმირმა ცხოველმა კიდევ ორი მოწინააღმდეგე დაკბინა. ამის შემდეგ მტერმა პოზიციები დათმო.

როდესაც  შემთხვევის ადგილზე პატრული მივიდა, მათ იპოვეს ძაღლი, რომელიც მკვდარი მებრძოლის გვერდით იჯდა - მას ძაღლმა ყელში უკბინა და სისხლისგან დაცლილიყო. სხვა ჯიჰადისტები გაიქცნენ.

ბელგიური ნაგაზი თავის პატრულთან ერთად

Zooclub

"ძაღლი და ჯარისკაცები არ დაშავებულან. მათ ტერიტორია მშვიდად დატოვეს", - ამბობს დანაყოფის მეთაური.

ეს ინციდენტი რამდენიმე თვის წინ მოხდა, თუმცა, უსაფრთხოების მიზნით, ამის შესახებ საზოგადოებამ ახლა შეიტყო. ექვსივე ჯარისკაცი  შემთხვევის შესახებ აცხადებს, რომ გმირმა ძაღლმა მათი სიცოცხლე გადაარჩინა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯიჰადისტები სოფელში შევარდნენ, მათ რამდენიმე ადგილობრივი აწამეს და შეიტყვეს პატრულის სოფელში მისვლის დრო, ხოლო შემდეგ დააშინეს სხვა ადგილობრივებიც, რათა ჩასაფრების შესახებ ინფორმაცია არ გაევრცელებინათ.

დანაყოფის მეთაურის თქმით, სოფელში სიმშვიდეა, ჯიჰადისტები იქ აღარ არიან და ტერიტორიას ადგილობრივი პოლიცია აკონტროლებს.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?