Gucci-მ ანგორას ბეწვზე უარი განაცხადა
Gucci-მ ანგორას ბეწვზე უარი განაცხადა
ნატურალური ქურქის გამოყენებაზე უარის შემდეგ იტალიურმა მოდის სახლმა "Gucci"-მ თავის კოლექციაში ანგორის ბეწვის გამოყენებაზე უარი განაცხადა. ის შეუერთდა ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Calvin Klein, Ralph Lauren, Anthropologie, Asos, BCBG Max Azria და Gap. მათ თავიანთ კოლექციებში ქურქი და ანგორას ბეწვი აკრძალეს. პეტას წარმომადგენლების თქმით, იმ 330 ბრენდ შორის, ვინც უარი თქვა ბეწვის გამოყენებაზე, Gucci ერთ-ერთია.

შეგახსენებთ, რომ ანგორის ბეწვის 90% ბაზარზე ჩინეთიდან ჩამოდის, რადგან იქ არაა ჯარიმები ცხოველების მიმართ სისასტიკეზე და არც სტანდარტები, რომლებიც მათ ამ ვითარებას დაარეგულირებს. როდესაც ყიდულობთ სვიტერს, ქუდს ან ანგორის
სხვა რაიმე ნივთს, ეს ნიშნავს, რომ ბეწვი ჩამოსულია ჩინეთიდან, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაში აწარმოეს ის.

პეტამ თავად გააკონტროლა ჩინეთის სხავადასხვა რაიონში რამდენიმე ფერმა. გამოძიებამ დაადასტურა, რომ ბაჭიები საშინელ პირობებში ცხოვრობენ და მათ ცუდად ექცევიან.

Zooclub

ამგვარად PETA-მ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ ანგორის ბეწვის წარმოებ ამორალურია. ის მოუწოდებს მწარმოებლებს, უარი თქვან ანგორის ნივთების გაყიდვაზე, ხოლო მყიდველებს  - უარი თქვან დანაშაულებრივი ინდუსტრიის სპონსორობაზე.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?