ინგლისური ბულდოგი ჟა ჟა , 2018 წლის ყველაზე მახინჯი ძაღლის ტიტულის მფლობელი გახდა
ინგლისური ბულდოგი ჟა ჟა , 2018 წლის ყველაზე მახინჯი ძაღლის ტიტულის მფლობელი გახდა
9 წლის ინგისურმა ბულდოგმა, სახელად ჟა ჟამ, "ყველაზე მახინჯი" ძაღლის ტიტული

მიიღო. კონკურსი პეტალუმოში (კალიფორნიის შტატი) ჩატარდა. ძაღლის პატრონმა მეგან ბრეინარდმა, რომელიც მინესოტას შტატში ცხოვრობს, ჟა ჟა გაბორი საიტზე გასაჩუქებელი ცხოველების განყოფილებაში იპოვა. კონკურსში გამარჯვებულმა ძაღლმა 1500 $ მიიღო.

Zooclub

კონკურსი "ყველაზე მახინჯი ძაღლი მსოფლიოში" კალიფორნიაში, ყოველ წელს, 30 წლის განმავლობაში იმართება. ძაღლები და მათი პატრონები წითელ ხალიჩაზე დადიან, ხოლო ჟიური ირჩევს გამარჯვებულს. გასული წლის გამარჯვებული გახდა ნეაპოლიტანური მასტიფი, სახელად მართა, რომელიც 57 კილოგრამს იწონიდა.

პატრონი ეხუტება ჟაჟას და ულოცავს გამარჯვებას

Zooclub

სცენაზე გამარჯვებულის

გვერდით ივონა მორონესი და მისი
ძაღლი სკამპია, რომელმაც კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ლინდა ემკვისტიმა ძაღლ ჯოზისთან ერთად მესამე ადგილი აიღო.

Zooclub

ჰიმისბო - ჩინური ქოჩორას და ტაქსას მეტისი. მან ვერ შეძლო სამეულში მოხვედრა.

Zooclub

მართა - მასტინო ნაპოლეტანო. "ყველაზე მახინჯი ძაღლის" ტიტულის მფლობელი 2017 წელს.

Zooclub

ვილდ ტანგი - პეკინესი. 2018 წლის კონკურსის მონაწილე, თუმცა, პრიზიორთა შორის ვერ მოხვდა.

Zooclub

რასკალ დუქსი - ჩინური ქოჩორა, ატარებს მზის სათვალეს, რათა დაფაროს სიელმე.

Zooclub

სიელმის გარდა, ძაღლი ბელმო ცალი თვალიდან ვერ ხედავს, თუმცა, პატრონს - დენ ენდრიუს ის ძალიან უყვარს.

Zooclub

ჟაჟას უჩვეულოდ დიდი ენა აქვს. პატრონმა მას ბრჭყალებზე ლაქიც წაუსვა.

Zooclub

როდესაც ჟაჟა პირს ხურავს, კარგად ჩანს მისი უსწორმასწორო ყბა და დაღრეცილი ეშვები.

Zooclub

ბულდოგის დაგრეხილფეხება მეტისი ათეულშიც ვერ მოხვდა.

Zooclub

თითქმის ქოსა ჩიხუახუა, ტი-ტი კონკურსზე მარგალიტის ყელსაბამით წარსდგა.

Zooclub

ივონა მორონესო თავის ძაღლთან - სკამპისთან ერთად, რომელმაც კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა.

Zooclub

ჯოზე - ჩინური ქოჩორას მეტისი, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა.

Zooclub

ჩიხუახუა მისტერ კრავიტსი არც ისე მახინჯი აღმოჩნდა კონკურსში მოსახვედრად.

Zooclub

კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე - მანდარინა პენტსი.

Zooclub

ჟაჟა და მისი პატრონი ბედნიერები არიან, რადგან ასეთ სერიოზულ მოწინააღმდეგეებს სათანადო კონკურენცია გაუწიეს და 2018 წლის ყველაზე მახინჯი ძაღლის ტიტული სამართლიანად დაიმსახურეს.

Zooclub

წყარო: dailymail

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?