სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჯგუფის წევრები სწავლობენ მავნებლის საწინააღმდეგო წამლობის შედეგებს და მის გავლენას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ზუგდიდში, საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობასა და ინტოქსიკაციის შემთხვევაში პირველადი დახმარების მნიშვნელობას.
„მონიტორინგის ჯგუფის წევრების შეფასებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას უსაფრთხოების წესების დაცვასა და მოსახლეობის ინფორმირებასთან დაკავშირებით. ამ მიზნით მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში