ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო - შექმნილი აჟიოტაჟი და ცხოველების ხოცვაზე გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციას წარმოადგენს
 ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო - შექმნილი აჟიოტაჟი და ცხოველების ხოცვაზე გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციას წარმოადგენს
შექმნილი აჟიოტაჟი და ცხოველების ხოცვაზე გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციას წარმოადგენს, - ამის შესახებ ნათქვამია ცხოველთა მონტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მასში აღნიშნულია, რომ 23 ივნისს, 01:00 საათზე თამარაშვილის ქუჩისა და ყაზბეგის გამზირის კვეთასთან მოქალაქეს ექვსი ძაღლი დაესხა თავს. მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ცხოველთა დაცვის მიზნით, სააგენტოს მაშველებმა სამი ძაღლი მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს.

მათივე ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შექმნილი აჟიოტაჟი და ცხოველების ხოცვაზე გავრცელებული განცხადებები სააგენტოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

„გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებს, რომელიც მიზნად ისახავს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს
დისკრედიტაციას.

ამა წლის 23 ივნისს, დაახლოებით, 01:00 საათზე, თამარაშვილის ქუჩისა და ყაზბეგის გამზირის კვეთასთან, მოქალაქეს
თავს დაესხა ექვსი ძაღლი. მხოლოდ ივნისში, ამავე ტერიტორიაზე დაფიქსირდა დაკბენის ორი ფაქტი და მოქალაქეთა ათობით განცხადება ცხოველების აგრესიასთან დაკავშირებით.

მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ცხოველთა დაცვის მიზნით, სააგენტოს მაშველებმა სამი ძაღლი მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მათი ქცევის კორექციაზე კვალიფიციური კინოლოგები იმუშავებენ. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კი, თავშესაფარი იზრუნებს აღნიშნული ძაღლების გაჩუქებაზე ან მათ ბუნებრივ არეალში გაშვებაზე. გადაწყვეტილების მიღება მოხდება თითოეულ მათგანზე ინდივიდუალურად. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, სააგენტო ყოველთვის იზრუნებს ცხოველების აგრესიული ჯგუფების დაშლაზე. ამასთან თავშესაფრის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ზრუნავენ ცხოველებზე და თავს არ ზოგავენ თითოეული მათგანის სიცოცხლის გადასარჩენად. ამდენად, შექმნილი აჟიოტაჟი და ცხოველების ხოცვაზე გავრცელებული ინფორმაცია სრულ დეზინფორმაციას წარმოადგენს.
მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, მათ შორის ორგანიზაციებს, დაინტერესების შემთხვევაში, აქციების გამართვის მოთხოვნის ნაცვლად, თავშესაფრის რეგლამენტით დადგენილი დროით ისარგებლონ და ძაღლები მოინახულონ,“ - ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებაში.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?