ერთგულმა ძაღლმა დაკარგული 3 წლის ბავშვი მშობლებს სიმინდის ყანაში აპოვნინა (+ვიდეო)
"სამი წლის გოგონა მშობლებმა სიმინდის ყანაში იპოვეს და ყოველივე მათი ერთგული იორკშირული ტერიერის დამსახურებაა."

14 ივნისის საღამოს, მისურის შტატის (აშშ) პილიცია, რემი ელიოტს მთელი ღამის განმვალობაში ეძებდა. სამძებრო ოპერაციაში ვერტმფრენიც ჩაერთო, თუმცა, ბავშვი ვერ იპოვეს.

მომდევნო დღეს, მოხალისეების ჯგუფმა დასახლების სიახლოვეს მდებარე სიმინდის ყანაში გოგონას ძებნა განაგრძო. ბავშვი აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც მისი ძაღლი ყანაში აქტიურად ყეფდა, თითქოს ადამიანებს დასახმარებლად უხმობდა.

" ასე გამოიყურება ერთობა. პოლიცია და მოხალისეების დიდი ჯგუფი გაერთიანდნენ, რათა დაკარგული ბავშვი ეპოვათ. ძაღლი გოგონას მთელი ღამე გვერდიდან არ
მოშორებია", - წერს მისურის შტატის პოლიციელი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

Zooclub

ადგილობრივმა მოხალისეები, რომლებმაც გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობა
მიიღეს, განმარტავენ, რომ სიმინდის ყანაში დაკარგვა განსაკუთრებით სახიფათოა: იმ დროსაც კი, თუ ადამიანი სხვა ადამიანების ყვირილს გაიგებს, განსაზღვრა იმისა, თუ რომელი მხრიდან მოდის ხმა, ძალიან რთულია.

ასევე იხილეთ:

უპატრონო ძაღლმა გადაარჩინა გოგონა, რომელსაც მანქანამ დაარტყა. მძღოლმა ის ტყეში გადააგდო

ბავშვები, რომლებსაც მეხი დაეცათ ძაღლის დახმარებით გადარჩნენ

17 წლის სმენადაქვეითებული ძაღლი ტყეში დაკარგულ ბავშვს მთელი ღამე იცავდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?