სამხრეთ კორეაში, შესაძლოა, საკვებად გამოყენების მიზნით ფერმაში ძაღლების გამრავლება სრულიად აიკრძალოს
სამხრეთ კორეაში, შესაძლოა, საკვებად გამოყენების მიზნით  ფერმაში ძაღლების გამრავლება სრულიად აიკრძალოს
სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის გამოყენება საკვებში რამდენიმე საუკუნეა არსებობს, თუმცა, დღეს კორეელები ამ პროდუქტის ჭამაზე ეტაპობრივად უარს ამბობენ.

ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს სრულიად აკრძალოს ძაღლის ხორცის ფერმები. ნაციონალურმა ასამბლეამ უკვე შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ძაღლების გამრავლების ფერმებს ეტაპობრივად აკრძალავს, რასაც ადგილობრივი ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები დიდი სიხარულით ხვდებიან.

სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის ჭამის ტრადიცია ასწლეულებია არსებობს. დღეს სახელმწიფოში არსებობს 3 ათასამდე ფერმა, რომლებიც ძაღლებს საკვებად ამრავლებენ, სადაც  ყოველწლიურად კლავენ მილიონზე მეტ უდანაშაულო კომპანიონ ცხოველს.

მიუხედავად ამისა, კორეელები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, ძაღლის ხორცის ჭამაზე უარს
ამბობენ. ამიტომ, ეს "დელიკატესი" დღითიდღე იშვიათობას წარმოადგენს ადგილობრივ რესტორნებში. ქვეყანაში ჯერ კიდევ  არსებობს ძაღლების ფერმები
და მათი ხორცის წარმოება, თუმცა, პირველ ეტაპზე დაიხურა ის ფერმები, რომლებსაც სპეციალურად მოწყობილი სასაკლაო არ გააჩნიათ და ძაღლებს ერთმანეთის თვალწინ, ღია სივრცეში კლავდნენ. 

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ერთი წლის წინ დახურა 3 უმსხვილესი ძაღლების ფერმა.
მურა
რატომ უნდა აკრძალოს?მშვენიერი და ხარისხიანი სახორცე ძაღლებია,ძალიან გემრიელია და ტურისტებსაც მილიონობით იზიდავენ ამით.ცრუ ინფორმაციაა,წლიდან წლამდე კორეაში ძაღლების წარმოება იმატებს.როგორც გავიგე ჩვენთანაც შემოვა მალე გასაყიდად.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?