საფრანგეთში გავრცელდა გიგანტური "ჩაქუჩა-ჭიაყელა", რომელიც ბუნებრივ ეკოლოგიურ პროცესებს არღვევს
საფრანგეთში გავრცელდა გიგანტური "ჩაქუჩა-ჭიაყელა", რომელიც ბუნებრივ ეკოლოგიურ პროცესებს არღვევს
აფრიკული უხერხემლო ტროპიკული ჭიები საფრანგეთის ტერიტორიაზე გავრცელდნენ და ადგილობრივ ეკოსისტემას ზიანს აყენებენ. სამეცნიერო ჟურნალის "PeerJ"-ის ცნობით, საუბარია მტაცებელ ბრტყელ ჭიაყელებზე, რომელთა სიგრძეც შესაძლოა, ერთ მეტრამდე გაიზარდოს.

სპეციალისტების თქმით, უხერხემლოები ანადგურებენ სხვა სახეობის ჭიაყელებს და მცირე ზომის მწერებს, შედეგად კი არღვევენ ბუნებრივ ეკოლოგიურ პროცესს.

"დღეის მონაცემებით, შევძელით მოგვეპოვებინა ყველა მტკიცებულება იმისა, რომ ჭიაყელების ინვაზიურმა სახეობამ საფრანგეთის ყველა კუთხე "დაიპყრო", - განაცხადა პარიზის ნაციონალური მუზეუმის წარმომადგენელმა ჟან-ლუ იუსტინმა.

იუსტინი კოლეგებთან ერთად საფრანგეთის სხვადასხვა კუთხეში იმყოფებოდა, რათა შეემოწმებინა ინფორმაციის სიზუსტე და მსგავსი უხერხემლო არსებების
კოლონები.

აღმოჩნდა, რომ გიგანტური ჭიაყელები ქვეყანაში 20 წლის წინ შევიდნენ და მას შემდეგ მთელ ტერიტორიაზე
გავრცელდნენ. გარდა ამისა, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში აღმოჩენილი სახეობების გენები იდენტურია. სპეციალისტებით თქმით, ეს ინდივიდები უსქესოდ,  საკუთარი სხეულის მრავალჯერადად კლონირებით მრავლდებიან.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?