თბილისში, ლაგოდეხის ქუჩაზე, მოქალაქემ ქუჩაში მშვიდად მწოლიარე ძაღლს მანქანა დააჯახა.
ძაღლი დაიღუპა. ეს ფაქტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა და ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
მომხდარით აღშფოთებულმა მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს, სადაც ითხოვენ, გამკაცრდეს ზომები ცხოველების მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში.
გთხოვთ, გაეცნოთ პეტიციას: "გამკაცრდეს ზომები ცხოველების მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში"