ჩერნობილში მცხოვრებ 200 ლეკვს ამერიკაში გადაიყვანენ
ჩერნობილში მცხოვრებ 200 ლეკვს ამერიკაში გადაიყვანენ
ჩერნობილის ტრაგედია - ერთ-ერთი მასშტაბური ტექნოლოგიური კატასტროფაა კაცობრიობის ისტორიაში. 1986 წლის აპრილში,  რადიაციულ საშიშ ზონაში ევაკუაცია განხორციელდა ორი ქალაქიდან - პრიპიატი და ჩერნობილი.

მას შემდეგ 20 წელზე მეტი გავიდა და პროექტ  "ჩერნობილის ძაღლების" დამსახურებით, რადიაციულ ზონაში მყოფი ლეკვები ოკეანის გაღმა, მზრუნველ პატრონებთან დაბინავდებიან.

ჩერნობილის ტერიტორიაზე მობინადრე 200 ლეკვს ამერიკაში გაუშვებენ. პროექტის ფარგლებში ძაღლებს ვეტერინარები შეამოწმებენ და გაივლიან დეზიმეტრიულ კონტროლს. გამგზავრებამდე მათ სათანადოდ გამოკვებავენ, დაბანენ და გადაიყვანენ სლავუტიჩის ბაზაზე. იქ ლეკვებს კინოლოგები დააკვირდებიან, ხოლო დასვენების დღეებში მსურველებს შეეძლებათ ცხოველების მონახულება და
მათთან თამაში.

"ჩერნობილის ლეკვების ქვეყნიდან გაყვანის ყველა საჭირო ნებართვა მიღებული გვაქვს. ყველა მათგანი, დაახლოებით 200
ლეკვი, აშშ-ში იცხოვრებს, სადაც მზრუნველ ოჯახებს მოვუძებნით", - აცხადებს ფონდის თანადამფუძნებელი ლუკას ჰიქსონი.
sofo
ჩერნობილელი ლეკვი ვარ მეც და წამიყვანეთ რა
123
საქართველოდანაც წაიყვანეთ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?