როდის გაიხსნება თბილისის ახალი ზოოპარკი
როდის გაიხსნება თბილისის ახალი ზოოპარკი
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოლოგიური პარკი 2018 წლის ბოლოს გაიხსნება. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე არსებული ზოოპარკიდან ახალში ცხოველების გადაყვანა და ვოლიერების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

"იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის უკვე მოვრჩებით ძირითად სამუშაოებს და ზოოპარკი გაიხსნება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს მოკლე დროში მოხდეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცხოველების ეტაპობრივად გადმოყვანა, ვოლიერების მოწყობა", - აცხადებს გურიელიძე.
მისივე თქმით, ზოოპარკს ახალი ბინადრებიც შემოემატებათ, მათ შორის ისეთი ჯიშის ცხოველები, რომლებიც არსებულ ზოოპარკში არ არიან.

"ცხოველების დამატება იგეგმება, თუმცა, როდის მოხდება, ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ. საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. დაემატება ბევრი
ახალი ჯიშები. მათ შორის, დომბები, რომლებიც საკმაოდ დიდი ზომის ცხოველები არიან. ასევე, კავკასიური და აღმოსავლეთ კავკასიური ჯიშის ჯიხვები. ვაკეთებთ აკვარიუმს, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება", - განმარტავს ზურაბ გურიელიძე.

თბილისის ზოოპარკის დედაქალაქის ცენტრიდან გარეუბანში გადატანის იდეა რამდენიმე წელია არსებობს. 2009 წელს, როდესაც გმირთა მოედანზე ესტაკადა აშენდა, ზოოპარკის გადატანის საჭიროება ჯერ კიდევ მაშინ დადგა.

2015 წლის 13 ივნისს კი დედაქალაქში მოსული ძლიერი წვიმისა და სტიქიის შედეგად, ზოოპარკის ქვედა ნაწილი მთლიანად განადგურდა, ვოლიერებიდან გაიქცნენ ცხოველები, გარდაიცვალა რამდენიმე თანამშრომელი. ზოოპარკმა მუშაობა სტიქიიდან 3 თვეში, 13 სექტემბრიდან განაახლა. ამავდროულად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 48 ჰექტარზე ახალი ზოოპარკის მოწყობის პროექტი დაიწყო. ახალი ზოოპარკი ძველისგან განსხვავებული კონცეფციით შენდება და ის დაყოფილია ბიოგეოგრაფიული ზონების მიხედვით, ცალკე იქნება გამოყოფილი კავკასიის რეგიონი, ცალკე აზიის, აფრიკის და ა.შ.

წყარო: bpn
დათო
აი ასე დაწერეთ სიახლეები, ფარულავა ვის დაშორდა და ვინ ვის მეათედ გაყვა რაში მაინტერესებს, ასევე დაწერეთ ახალ ტყე პარკზე, სადაც ხეები გადაირგო.
zoo
ეს ზოოპარკია თუ სტადიონი?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?