სომხეთის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი სიმბოლო ძაღლი ჩალო გახდა (+ვიდეო)
შავ-თეთრი ძაღლი ჩალო ცნობილი გახდა, როგორც "ძაღლი რევოლუციონერი", მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან - ნიკოლ პაშინიანთან ერთად აქციაში მონაწილეობა მიიღო. ოპოზიციის ლიდერის თქმით, ძაღლმა მასთან ერთად 200 კმ. გაიარა და ორი კვირა აქციის მონაწილეებთან ერთად ბანაკში გაატარა.

1-ელ აპრილს ნიკოლ პაშინიანი და მისი მომხრეები გუმიდან ერევნის მიმართულებით დაიძრნენ. იმავე დღეს, როდესაც მათ სოფელი კატნაჯური გაიარეს, უპატრონო ძაღლი შეუერთდა. აქციების ერთ-ერთი მონაწილის ნაამბობის მიხედვით, ახალი თანამგზავრი პაშინიანის მომხრეებს მთელი გზა იცავდა და ეხმარებოდა.

"ფეხები მეყინებოდა, რადგან კარავში ვერ მოვთავსდი. ჩალო
ჩემს ფეხებზე დაწვა, რამდენიმე წუთის შემდეგ სითბო ვიგრძენი და დამეძინა. თუ რომელიმე ჩვენგანი კოცონის ადგილიდან
მოშორებით მიდის, ძაღლი მას აცილებს, ხოლო შემდეგ მასთან ერთად ბრუნდება. ერთი სიტყვით, ის ისტორიის ნაწილი და ლეგენდაა", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე სააგენტო Rusarminfo-თან  ინტერვიუში.

ადამიანებთან ერთად ჩალომ სომხეთის დედაქალაქამდე 200 კილომეტრი გაიარა. ერევანში ცუდი ამბავი მოხდა - ძაღლს მანქანა დაეჯახა, თუმცა, ახალმა მეგობრებმა ცხოველი გასაჭირში არ დატოვეს და ვეტერინარულ კლინიკაში წაიყვანეს. ვეტერინარების დახმარებით, ჩალო გამოჯანმრთელდა. ბოლო დროს, ცნობილი გახდა, რომ ძაღლი ცხოველთა მოყვარულმა ადამიანმა აიყვანა და მასზე მოსიყვარულე ოჯახი ზრუნავს.

ჩალოს ისტორია სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა. ასევე გაჟღერდა არა ერთი კომენტარი, რომლებიც გამოთქვამდნენ იმედს, რომ ჩალო ხელს შეუწყობს სომხეთში მყოფი უპატრონო ძაღლების ბედის შეცვლას. მიუხედავად ადგილობრივი ცხოველთა დამცველების სხვადასხვა მცდელობისა, სომხეთში უპატრონო ცხოველების ყოფა სავალალოა.
Nik
კარგი იყო ))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?