ლონდონის აეროპორტში 50 პატარა ნიანგის ფარულად შეყვანის ფაქტი დაფიქსირდა
ლონდონის აეროპორტში 50 პატარა ნიანგის ფარულად შეყვანის ფაქტი დაფიქსირდა
ბრიტანელმა საზღვრის დაცვის თანამშრომლებმა ჰითროუს აეროპორტში 50 პატარა ნიანგი აღმოაჩინეს. ცხოველები ინგლისში არალეგალურად შეჰყავდათ. გამოცემა Evening Standard-ის ცნობით, ერთ წლამდე ასაკის რეპტილიები მალაიზიიდან ლონდონის აეროპორტში უპრობლემოდ მოხვდნენ.

როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, ნიანგები ერთ-ერთ ფერმაში უნდა მიეყვანათ გამრავლებისა და საკვებად გამოყენების მიზნით, თუმცა, გადამზიდავებმა ტრანსპორტირების წესები დაარღვიეს - კონტეინერი, რომელშიც უნდა ყოფილიყო მაქსიმუმ ოთხი ინდივიდი, 50 რეპტილია აღმოჩნდა. სწორედ ეს ფაქტი გახდა მესაზღვრეებისთვის საეჭვო, როდესაც ტვირთის მეპატრონეებმა მათ ყალბი ნებართვის საბუთი წარუდგინეს.

Zooclub

"გადაფრენის პერიოდში ნიანგებმა ერთმანეთზე თავდასხმა დაიწყეს, რადგან სივრცე ძალიან პატარა იყო", -
განაცხადა სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა. მისი თქმით, საშინელმა პირობებმა ერთ-ერთი ნიანგის სიკვდილი გამოიწვია.

ცხოველები უსაფრთხო ადგილზე
გადაიყვანეს. უახლოეს პერიოდში იგეგმება მათი მალაიზიაში დაბრუნება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?