აქლემებს აღმოაჩნდათ "ზომბის ვირუსი", რომელიც შესაძლოა, ადამიანსაც გადაედოს
აქლემებს აღმოაჩნდათ "ზომბის ვირუსი", რომელიც შესაძლოა, ადამიანსაც გადაედოს
ევროპელმა ვეტერინარებმა ალჟირის ჩრდილოეთით აღმოაჩინეს რამდენიმე ფერმა, სადაც ბინადრობენ აქლემები, რომლებსაც სასიკვდილო ტვინის დაავადება- ღრუბლისებრი ენცეფალოპატია აქვთ. ვირუსი ფერმაში დაავადებულ ცხოველების 3%-ს დაუდგინდა. მეცნიერების საზომით, ეს დიდი ციფრია.

რესპერატორული დაავადების სიმპტომი დაკავშირებულია თავის ტვინის დეგენერაციულ ცვლილებებთან, რომლებიც ცილის მოლეკულების ცვლილებით ვითარდება. ინფიცირებული უჯრედები გადადის ორგანიზმში და აზიანებს ჯანმრთელ უჯრედებს. შედეგად, ხდება ტვინის ფუნქციის დეგრადირება, გაუწყლოვანება, რაც იწვევს ფატალურ შედეგს.

სპეციფიური სიმპტომების გამო, ამ დაავადებას ზოგჯერ "ზომბის ვირუსსაც" უწოდებენ. საქმე ის არის, რომ დაავადებული ცხოველი ავლენს საშინელ აგრესიასა და საშიშროებას წარმოადგენს
გარშემომყოფებისთვის. მეორე სტადიაში, როდესაც ტვინი ფუნქციებს კარგავს, დაინფიცირებულს ემართება მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. დაავადებული ცხოველი უარს
ამბობს საკვებზე და გარშემომყოფებთან კონტაქტზე. გარდა ამისა, უმისამართოდ, გაბრუებული დადის, სანამ სასიკვდილოდ არ დაეცემა.

უნდა აღინიშნოს, რომ "ზომბის დაავადება" ცნობილია 1986 წლიდან, როდესაც ბრიტანეთში  სწრაფად განვითარებად ინფექციამ ჩლიქოსანი საქონელი სრულად გაანადგურა, მაგრამ დღემდე მსგავსი შემთხვევა აქლემებზე არ დაფიქსირებულა.

ვირუსის წყარო ამ დრომდე უცნობია: თუ ინფექცია ალჟირში ევროპიდან მოხვდა იმ დროს, როცა საქონლისთვის საკვები შეიტანეს, ამის პირველი მსხვერპლნი შინაური ჩლიქოსანი ცხოველები გახდებოდნენ.

ამ ვირუსის საფრთხე ადამიანსაც ემუქრება. თუ ამ დრომდე ძროხისგან ან ცხვრისგან ადამიანზე გადადების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, დღეს ითვლება, რომ პრიონით შესაძლოა, დაინფიცირდეს ნებისმიერი ცხოველი ან ადამიანი. მაგალითად, დაავადებული ცხოველის ხორცის მიღება ან ცხოველებისა და ადამიანების ბიოლოგიური ქსოვილების გამოყენება (სისხლის პრეპარატები, რქოვანას ტრანსპლანტაცია და სხვა).
reali
ეს გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?